ტაჟინ მტევემი
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
|
| |
| რიგითობა | მთავარი კერძი |
|---|---|
| წარმოშობის ადგილი | ალჟირი |
| ტემპერატურა სერვირების დროს | ცხელი |
| მთავარი ინგრედიენტები |
ცხვრის, საქონლის ან ქათმის ხორცი |
| ძირითადი შემადგენლობა |
ხორცი, მუხუდო, ნიორი, ხახვი და ნუში |
ტაჟინ მტევემი (არაბ. طاجين مثوم) ― ტრადიციული ალჟირული კერძი,[1][2] მზადდება როგორც დაკეპილი საქონლის ხორცის ბურთულების, ასევე ქათმის ან ცხვრის ხორცის ნაჭრებისგან, რომლებსაც უმატებენ ნიორს, მუხუდოსა და ნუშს. საწებელი კერძისთვის მზადდება გახეხილი ხახვითა და დიდი რაოდენობის ნივრით („მტევემი“ ნიშნავს „ნიორს“). კერძს ჩვეულებრივ ტაჟინის ჭურჭელში ხარშავენ.[3][4][5]
ალჟირული კერძების უმეტესობის მსგავსად, მას ხშირად თეთრ ან წითელ ცხარე საწებელთან ერთად მიირთმევენ.[6]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ტაჟინ მტევემი თეთრი საწებლით
- მტევემი ტაჟინის ჭურჭელში
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bouksani, Louisa (1989). Gastronomie Algérienne. Alger, Ed. Jefal. p. 135.
- ↑ Bouayed, Fatima-Zohra (1983). La cuisine algérienne. Paris: Messidor/Temps actuels. ISBN 2-201-01648-8. OCLC 11290460.
- ↑ African cuisine: Algerian mtewem en (2021-04-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-11. ციტირების თარიღი: 2022-05-30
- ↑ mtewem, cuisine algerienne المثوم fr-FR (2022-03-13). ციტირების თარიღი: 2022-05-30
- ↑ Harig Benmostefa, Fatima Zohra. „Lexique et identité culturelle de la gastronomie Algérienne d'expression française“. Aleph: Langues, Médias & Sociétés. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2023-06-11. ციტირების თარიღი: 2026-02-01 – წარმოდგენილია Université Mohamed Ben Ahmed Oran2-ის მიერ.
- ↑ Chun, Hui-Jung (1996). „Food of Maghreb -Algerian food in particular-“. Journal of the Korean Society of Food Culture (Korean). 11 (5): 660. ISSN 1225-7060.