ტაპუაენუკუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაპუაენუკუ
კოორდინატები: 41°59′45″ ს. გ. 173°39′45″ ა. გ. / 41.99583° ს. გ. 173.66250° ა. გ. / -41.99583; 173.66250
ქვეყანა ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
სიმაღლე 2885 
ქედი კაიკურის ქედი
პირველი ასვლა 1849
ტაპუაენუკუ — ახალი ზელანდია
ტაპუაენუკუ

ტაპუაენუკუ (მაორი. Tapuae-o-Uenuku) — უმაღლესი მწვერვალი ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. სახელი მაორის ენიდან მომდინარეობს და „ცისარტყელის ნაკვალევს“ ნიშნავს. ეწოდა ბელად ტაპუაენუკუს პატივსაცემად.

ზღვის დონიდან 2 885 მ სიმაღლით იგი ახალი ზელანდიის უმაღლესი მწვერვალია, რომელიც სამხრეთ ალპების ძირითად ქედებს მიღმა მდებარეობს. ტაპუაენუკუ ჩრდილოეთ კუნძულის უმაღლეს მთაზე 80 მეტრითაა დაბალი.

აღმართულია კაიკურის ქედის შიდა ნაწილში, მდინარე კლარენსისა და ავატერეს ხეობებს შორის.

პირველი ევროპელი, რომელმაც მთა იხილა, იყო ჯეიმზ კუკი, რომელმაც მას ოდინის მთა უწოდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: