ტაოური დიალექტი
![]() |
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა და დაგვეხმაროთ მის გაუმჯობესებაში. |
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|ტაოური დიალექტი}} |
ტაოური დიალექტი — ქართული ენის ერთ-ერთი დიალექტი, ტაოელების მეტყველება. გავრცელებულია ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი კუთხეში — ტაოში, რომელიც დღეს თურქეთის საზღვრებში შედის. დღესდღეობით შემონახულა პარხლის ხეობის სამ სოფელში: ხევაიში, ბალხსა და ქობაიში.
პარხალის ხეობის ქართულად მოლაპარაკე სოფლებია აგრეთვე: არჯევანი, არმენხევი, ახალთი, ბალხიბარი, ბერტახევი, ბოწმინდა, გოდეკარი, გუდასხევი, დევთისა, დიდიღელე, დიდიხევი, დოლეკარი, ელიასხევი, ვანისხევი, ვაჩეკარი, ვეჯანკეთი, იეთი, იმტკორი, კილიონი, კლდეკარი, კონწოლი, კრევლათი, კუეპრეთი/კუპრეთი, მახატეთი, ნავანევი, ნიკლოვი, ობლეკარი, ოღდემი, სარიგოლი, საფარანტე, სოროხევი, უტავი, ფარისხევი, ფიქალთი, ფიჩხეთი, ქისორეთი, ქონობანი, ქორიეთი, ცირეკარი, წვევიბარი, ჭედლიან კარი, ჭილათი, ხევმუდი, ხუცეკარი... ოლთისწყლის ხეობის ქართული სოფლებია: ავწალა, ანზავი, ბანა, იშხანი, კარნავაზი, კიახი, კოსორი, ოლორი, ორთისი, სოლომონისი, ფანასკერტი... თორთომისწყლის ხეობაშია: ოშკი, ხახული; ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიაზეა: ბინათი, გუმფალი, კოწახური, დორთქილისა, უშხუმი, ქორთა, ხოთი, ხომხალი.
ტაოურში ფონეტიკურ მოვლენათაგან აღსანიშნავია: ხმოვან პრეფიქსთა ჰარმონიზაცია და ო-ს პალატალიზება (შემოვიარეთ > შიმივიარეთ), მორფოლოგიური მოვლენებიდან აღსანიშნავია: შა-ზმნისწინი (მაწონ შააყენებ), ზოგ სახელურ სემანტიკურ ჯგუფთან ებ-მრავლობითობის ნაცვლად -ნარ სუფიქსის გამოყენება (გზევნარი „გზები“, კარნალი „კარები“, გაუხარდათ ფორმის ნაცვლად დასტურდება გუუხარნეს, დასტურდება კითხვითი ნაწილაკი ა („რამდენი ღარჭი გყავსა?“). ლექსიკაშიც არსებითია სხვაობა: ხვარათი „საუბარი“, ფხიკია „ფრთხილი“, ტრინკი „ფეხი“ და სხვ.