ტაოური დიალექტი
![]() | ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ტაოური დიალექტი — ქართული ენის ერთ-ერთი დიალექტი, ტაოელების მეტყველება. გავრცელებულია ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი კუთხეში — ტაოში, რომელიც დღეს თურქეთის საზღვრებში შედის. დღესდღეობით შემონახულა პარხლის ხეობის სამ სოფელში: ხევაიში, ბალხსა და ქობაიში.
პარხალის ხეობის ქართულად მოლაპარაკე სოფლებია აგრეთვე: არჯევანი, არმენხევი, ახალთი, ბალხიბარი, ბერტახევი, ბოწმინდა, გოდეკარი, გუდასხევი, დევთისა, დიდიღელე, დიდიხევი, დოლეკარი, ელიასხევი, ვანისხევი, ვაჩეკარი, ვეჯანკეთი, იეთი, იმტკორი, კილიონი, კლდეკარი, კონწოლი, კრევლათი, კუეპრეთი/კუპრეთი, მახატეთი, ნავანევი, ნიკლოვი, ობლეკარი, ოღდემი, სარიგოლი, საფარანტე, სოროხევი, უტავი, ფარისხევი, ფიქალთი, ფიჩხეთი, ქისორეთი, ქონობანი, ქორიეთი, ცირეკარი, წვევიბარი, ჭედლიან კარი, ჭილათი, ხევმუდი, ხუცეკარი... ოლთისწყლის ხეობის ქართული სოფლებია: ავწალა, ანზავი, ბანა, იშხანი, კარნავაზი, კიახი, კოსორი, ოლორი, ორთისი, სოლომონისი, ფანასკერტი... თორთომისწყლის ხეობაშია: ოშკი, ხახული; ჭოროხის მიმდებარე ტერიტორიაზეა: ბინათი, გუმფალი, კოწახური, დორთქილისა, უშხუმი, ქორთა, ხოთი, ხომხალი.
ტაოურში ფონეტიკურ მოვლენათაგან აღსანიშნავია: ხმოვან პრეფიქსთა ჰარმონიზაცია და ო-ს პალატალიზება (შემოვიარეთ > შიმივიარეთ), მორფოლოგიური მოვლენებიდან აღსანიშნავია: შა-ზმნისწინი (მაწონ შააყენებ), ზოგ სახელურ სემანტიკურ ჯგუფთან ებ-მრავლობითობის ნაცვლად -ნარ სუფიქსის გამოყენება (გზევნარი „გზები“, კარნალი „კარები“, გაუხარდათ ფორმის ნაცვლად დასტურდება გუუხარნეს, დასტურდება კითხვითი ნაწილაკი ა („რამდენი ღარჭი გყავსა?“). ლექსიკაშიც არსებითია სხვაობა: ხვარათი „საუბარი“, ფხიკია „ფრთხილი“, ტრინკი „ფეხი“ და სხვ.