ტაოს სამთავრო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ტაოს სამთავრო

 
Kartli - drosha jvari.svg
9541001  
Sakartvelo - drosha.svg
Bagaratidarmeni.gif
ისტორიული რეგიონი ტაო (რუკის მარცხენა მხარეს) 962-1064 წლებში.
დედაქალაქი ბანა
ენა ქართული
რელიგია მართლმადიდებლობა
მმართველობის ფორმა მთავრობა
დინასტია ბაგრატიონები
მთვარები
 - 954958 სუმბატ I კურაპალატი
 - 958961 ადარნასე III კურაპალატი
 - 961983 ადარნასე IV კურაპალატი
 - 9831001 დავით III კურაპალატი
 - 10011008 ბაგრატ III კურაპალატი

ტაოს სამთავრო — ფეოდალურ საქართველოში არსებული პოლიტიკური ერთეული, 954 წლიდან1008 წლამდე, ვიდრე გაერთიანებული საქართველოს სამეფოს შემადგენლობაში შევიდოდა.

ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები
სახელი მმართველობის წლები ტიტული
ადარნასე I ბაგრატიონი 780786 ტაო-კლარჯეთის ერისთავი. ჯავახეთის ერისმთავარი 786807 წლებში. მამა აშოტ I-ისა, გურგენისა და ლატავრისა (ცოლი — ქართლის მთავრის ჯუანშერისა.)
აშოტ I კურაპალატი 78629 იანვარი, 826 ტაო-კლარჯეთის ერისთავი. ქართლის ერისთავი (787809); ჯავახეთის ერისმთავარი (807826); ქართლის მეფე (809813); ტაო-კლარჯეთის მეფე კურაპალატი (813826); ქართლის ერისმთავარი (813826).
აშოტ I-ის სიკვდილის შემდეგ, სამეფო მის სამ შვილს — ბაგრატ I-ის, ადარნასე II-ის და გუარამ V-ის შორის დაიყო.
ბაგრატ I კურაპალატი 29 იანვარი, 826876 ტაო-კლარჯეთის კურაპალატი. მამა დავით I კურაპალატისა, ადარნასე I-ისა (მონაზვნობაში არსენი, † 874 უშვილოდ.) და აშოტ II-ისა († 885, უძეოდ.)
დავით I კურაპალატი 876881 ტაო-კლარჯეთის მეფე კურაპალატი. მამა ადარნასე II-ისა.
ადარნასე II კურაპალატი 881923 ქართველთა მეფე (888/ 899) კურაპალატი (891). მამა დავით II მაგისტროსისა, ბაგრატ II ერისთავისა, აშოტ IV კურაპალატისა, სუმბატ I–სა და ორი ქალიშვილისა (I ქალიშვილი — ცოლი აფხაზთა მეფის კონსტანტინე III-ისა (871912) და II ქალიშვილი — ცოლი აბას სპარაპეტისა, სომეხთა მეფის აშოტ I ბაგრატუნიანის ძმისა (ყარსის წარწერა).)
აშოტ IV კურაპალატი 92325 იანვარი, 954 ქართველთა ზედა მთავარი (მერჩული). მისი ძმის, დავით II მაგისტროსის სიკვდილის შემდეგ გახდა ტაოს მთავარი. 941 წელს მიიღო კლარჯეთის მთავრის ტიტული და კლარჯეთი ტაოს სამთავროსთან ერთად მოექცა მისი კვერთხის ქვეშ. 945 წელს მიენიჭა ბიზანტიის იმპერიის ტიტული კურაპალატი და გახდა ქართველთა ზედა მთავარი (მერჩული).954 წელს, უშვილოდ.
ტაოს ბაგრატიონთა I შტო
სუმბატ I კურაპალატი 25 იანვარი, 954958 ტაოს მთავარი. ანთიპატოს პატრიკი (იშხნის წარწერა). დოლისყანის ეკლესიის მაშენებელი. მამა ბაგრატ III ერისთავთ ერისთავისა († 994 წელს.), აშოტ V–ისა († 954 წელს.) და ადარნასე IV კურაპალატისა († 983 წელს.)
ადარნასე III კურაპალატი 958961 ტაოს მთავარი. ტაოს ბაგრატიონთა II შტოს წარმომადგენლის, ბაგრატ II ერისთავის მემკვიდრე 945 წლის მარტიდან954 წლის 25 იანვრამდე. აშოტ IV კურაპალატის უშვილოდ გარდაცვალების შემდეგ კლარჯეთის მთავარი 954 წლის 25 იანვრიდან961 წლამდე. მაგისტროსი 945 წლიდან, კურაპალატი 958 წლიდან. ძალდატანებით ფიჩოსანქმნილი შვილთა მიერ. მამა ბაგრატ IV–ისა და დავით III დიდისა.
ადარნასე IV კურაპალატი 961983 ტაოს მთავარი. მამა დავით IV მცირესი.
დავით III კურაპალატი 98331 მარტი, 1001 ტაოს მეფე. კლარჯეთის მთავარი 966 წლიდან. მაგისტროსი 973 წლიდან, კურაპალატი 978 წლიდან. ოშკის, ხახულის, პარხლის ეკლესიათა მაშენებელი და განმაახლებელი ოთხთა ეკლესიათა. †1001, უძეოდ. [1]
დავით III კურაპალატის გარდაცვალების შემდეგ, მისმა შვილობილმა ბაგრატ III კურაპალატმა, შემოიერთა ამიერ-ტაოში (ტაოს ჩრდილოეთი ნაწილი) შემავალი: შავშეთი, კლარჯეთი, სამცხე და ჯავახეთი.
იმიერ-ტაო (ტაოს სამხრეთი ნაწილი, ოლთისის წყლის მარცხენა მხარე) 1001 წლიდანბიზანტიის იმპერიის დაქვემდებარებაშია.
ბაგრატ III კურაპალატი 10011014 იგივე ბაგრატ II აფხაზთა მეფე კურაპალატი (1001). აფხაზთა და ქართლის სამეფოების გამაერთიანებელი, გაერთიანებული საქართველოს სამეფოს პირველი მეფე ბაგრატ III 10081014 წლებში. ქუთაისის, ბედიის და ნიკორწმინდის ტაძრების მაშენებელი († 7 მაისი, 1014; დამარხულია ბედიაში.)

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]