ტანწვრილასებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტანწვრილასებრნი
ცილინდრული სხეულის მქონე ტანწვრილა
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ლათინური სახელი
Colydidae

ტანწვრილასებრნი (ლათ. Colydidae) — ხოჭოების ოჯახი. აქვთ წაგრძელებული, ცილინდრული ან გაბრტყელებული, იშვიათად ოვალური სხეული, რომლის სიგრძე 1,5-18 მმ-ს აღწევს. ოჯახში 1500-მდე სახეობაა, რომელთაგან სსრკ-ში დაახლოებით 80 სახეობა იყო გავრცელებული. ბინადრობენ ხის ქერქის ქვეშ სხვა მწერების სავალებში, იშვიათად სოკოებსა და მცენარეულ ნარჩენებში.არიან მტაცებლები ან საპროფაგები. მტაცებელი ტანწვრილასებრნი იკვებებიან ქერქიჭამიებით, მათი მატლებითა და სხვა. ზოგი ტანწვრილასებრნის მატლი სხვა ხოჭოების მატლების გარეგანი პარაზიტია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]