ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7

ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7 — დაპროექტდა და შეიქმნა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი „დელტა“-ში 2012 წელს. ნაღმის დანიშნულებაა მძიმედ დაჯავშნული ტანკების, ქვეითთა საბრძოლო მანქანების და ჯავშანტრანსპორტიორების განადგურება გვერდითი პროექციიდან მოხვედრით. ნაღმი რდ-7 განეკუთვნება საინჟინრო საბრძოლო მასალების სახეობას და მისი პირდაპირი დანიშნულებაა მოწინააღმდეგის სატანკო კოლონების გადაადგილების შეფერხება, ტექნიკის მწყობრიდან გამოყვანა ან სრული განადგურება.

ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7 და მისი დისტანციური მართვის პულტი

ტექნიკური მხარე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაღმის მოქმედება დაფუძნებულია ეგრეთ წოდებული დარტყმითი ბირთვის პრინციპზე. მისი დეტონაციისას წარმოიქმნება ისრისებური ფორმის ჯავშანგამტანი სხეული, რომელიც ჯავშანმანქანის ბორტის ჯავშანს კინეტიკური ენერგიით ხვრეტს. ნაღმს შეუძლია მარტივად გაარღვიოს პირველი თაობის დინამიური დაცვის კომპლექსებით დაცული ტანკების გვერდითი ჯავშანიც. საბრძოლო მდგომარეობაში ნაღმის დეტონაცია ხორციელდება ოპერატორის მიერ დისტანციურად ან ავტონომიურად ნაღმზე დამაგრებული სითბური და სეისმური სენსორების საშუალებით.

ტანკსაწინააღმდეგო ბორტსაწინააღმდეგო ნაღმი რდ-7 უკანა ხედი
დარტყმითი ბირთვის მოქმედების პრინციპი

ტექნიკური მონაცემები

  • დასახელება - რდ-7
  • მასა - 32 კგ
  • ფეთქებადი ნივთიერების მასა - 17,5 კგ
  • კალიბრი - 206 მმ
  • მოქმედების დიაპაზონი - 5-50 მეტრი
  • ჯავშანგამტანობა - 110 მმ
  • საბრძოლო ექსპლუატაციის ტემპერეტურული დიაპაზონი - -40°C დან 60°C მდე.
  • ჯავშნის გარღვევის დიამეტრი - 120 მმ

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]