ტანისი
იერსახე
ტანისი — ეგვიპტის ძველი ქალაქი, მდებარეობდა ნილოსის დელტის აღმოსავლეთ ნაწილში, ახლანდელი მანზალის ტბის მახლობლად. ძვ. წ. XVII-XIII საუკუნეებში ტანისის ავარისი ეწოდებოდა, ძვ. წ. XIII-XII საუკუნეებში – პერ-რამსესი (რამსეს II-ის რეზიდენცია).
ტანისის მკვიდრი იყო XXI დინასტიის დამაარსებელი ნესუბანებდედი, რომელმაც ძვ. წ. XI საუკუნეში ტანისი ეგვიპტის დედაქალაქად გამოაცხადა.
ბიზანტიის ხანაში ტანისი ეპისკოპოსის რეზიდენცია იყო. ამჟამად ტანისის ადგილას დაბა სან-ელ-ჰაგარი მდებარეობს. 1929-1951 წწ. ტანისს იკვლევდა ფრანგი არქეოლოგი პიერ მონტე. გამოვლინდა XXI-XXII დინასტიის მეფეთა თითქმის ხელუხლებელი აკლდამები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 655.