ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია
იერსახე
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია | |
---|---|
შეიქმნა | 23 ივლისი, 1881 |
სტატუსი | მოქმედი |
ტიპი | სპორტული ორგანიზაცია |
წევრები | 130 ეროვნული ფედერაცია |
ენა | ინგლისური, ფრანგული |
მდივანი | ბრუნო გრანდი |
თავმჯდომარე | Morinari Watanabe |
კავშირები | Association of Summer Olympic International Federations |
https://www.gymnastics.sport/ |
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია — სპორტის ტანვარჯიშის სახეობების ფედერაცია. უძველესი საერთაშორისო სპორტული ფედერაცია. დაარსდა 1881 წლის 23 ივლისს, ბელგიის ტანვარჯიშის ასოციაციის პრეზიდენტის ნიკოლას კუპერუსის ინიციატივით. ქალაქ ლიეჟის კონგრესზე შეიქმნა ევროპის ტანვარჯიშის ასოციაცია, რომელშიც გაერთიანდა სამი სახელმწიფო: ბელგია, ნიდერლანდები და საფრანგეთი.
ტანვარჯიში ოლიმპიურ პროგრამაში შედის 1896 წლიდან, პირველი ოლიმპიადიდან. ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია შედის სპორტის ზაფხულის ოლიმპიადის სახეობების საერთაშორისო ფედერაციაში და აღიარებს საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი.