ტამბოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტამბოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი
ტამბოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი — რუსეთი
ტამბოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 52°43′16″ ჩ. გ. 41°27′32″ ა. გ. / 52.72111° ჩ. გ. 41.45889° ა. გ. / 52.72111; 41.45889
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ტამბოვი, ტამბოვის ოლქი
სასულიერო სტატუსი მამათა მოქმედი მონასტერი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6810002000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1667

ტამბოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მონასტერი (რუს. Казанский Богородичный монастырь) — მამათა მონასტერი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტამბოვის ეპარქიაში. მდებარეობს ქალაქ ტამბოვში. ამაღლების მონასტერი წარმოადგენს არქიტექტურის ძეგლს[1]. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს.

მონასტრის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მონასტერი დააარსეს 1670 წელს ქალაქ ტამბოვის სამხრეთ ნაწილში. 1679 წელს მონასტრის საძმომ საჩუქრად მიიღო მდინარე სტუდენცესა და ცნეს შესართავთან მდებარე წისქვილი. მონასტრის კუთვნილებაში იმყოფებოდა დუბრავის, კარაულის, ხუტორ ტრი-ლოშჩინის მიწები, მდინარე კარიანის ნაპირები და მიწები სოფელ ტატანოვოს ახლოს.

ხანძრის შედეგად, რომელიც ტამბოვში დრო და დრო იფეთქებდა ხოლმე, მონასტრის არქიტექტურული სახე არაერთხელ შეიცვალა. ყველაზე მნიშვნელოვნად იგი გადააკეთეს XVIII საუკუნეში.

აღდგენის შემდეგ 1758 წელს ტამბოვის ეპარქიის ეპისკოპოსად დანიშნეს პახომი სიმანსკი, რომელმაც თავის რეზიდენციად სწორედ ეს მონასტერი აირჩია. მას შემდეგ აქ ააშენეს ახალი სამთავარეპისკოპოსო სახლი, სასულიერო კონსისტორია, აბანო, თავლა და სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.

მონასტრის ტერიტორიაზე ქვის ნაგებობის მშენებლობა თარიღდება XVIII საუკუნის ბოლო ათწლეულით. ყაზანის ეკლესიის მშენებლობაში და მონასტრის მოწყობაში დიდი წვლილი მიუძღვის ეპისკოპოს თეოფილე რაევს, რომელის ტამბოვის ეპარქიას მართავდა 1788-1811 წლებში. მისი ხელმძღვანელობით ააგეს ორი ქვის ტაძარი, რომელიც შემორჩენილია დღევანდელ დღემდე: ყაზანის ღვთისმშობლის ხატისა და იოანე ნათლისმცემლის ტაძრები. მონასტრის შენობები ააგეს კლასიციზმის არქიტექტურულ სტილში, რომელიც ამ პერიოდის რუსულ არქიტექტურაში გაბატონებული იყო.

ყაზანის მონასტერი დახურეს 1918 წლის 19 ოქტომბერს საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მიმამრთული გამოსვლების გამო. სამოქალაქო ომის დროს ანტონოვის გლეხთა აჯანყების შემდეგ ყაზანის მონასტერში საბჭოთა ხელისუფლებამ ბანაკი მოაწყო, სადაც აჯანყების მონაწილეებს ხვრეტდნენ. ამავე დროს დაანგრიეს მოძველებული სამრეკლო, მისი აგურები კი გამოიყენეს ამჟამინდელი ქალაქის, კოტოვსკის კლუბის ასაშენებლად.

1920-იან წლებში აქ განათავსეს ტამბოვის გუბერნიის საგანგებო კომისია. მომდევნო წლებში გაანადგურეს ნეკროპოლი, დაანგრიეს სამრეკლო. ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიაში კი განათავსეს ტამბოვის ოლქის სახელმწიფო არქივის ფილიალი. 1927 წლის 28 ივნისს ტამბოვის ქალაქის აღმასკომის ბრძანებით ჩამოხსნეს ზარებიც[2].

1960 წლის 30 აგვისტოდან რსფსრ-ის მინისტრთა საბჭოს № 1327 ბრძანების თანახმად ეკლესია აიყვანეს სახელმწიფო დაცვის ქვეშ, როგორც რესპუბლიკური მნიშვნელობის ძეგლი.

მონასტრის აღორძინება დაიწყო 1992 წლის 22 დეკემბერს.

2014 წლის აგვისტოში ტამბოვში პატრიარქ კირილის ორდღიანი ვიზიტის დროს აკურთხეს ეპისკოპოს პიტირიმის ძეგლი, რომელიც არის ამაღლების მონასტრის დამაარსებელი[3].

მონასტრის ნაგებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ტამბოვის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია - ეკლესია ააშენეს როგორც საზაფხულო, 1791 წელს. 1796 წელს აკურთხა ეპისკოპოსმა თეოფილე რაევმა. ააშენეს საროვის მონასტრის მაგალითზე. ამავე ეკლესიაში 1811 წელს დაკძალეს ეპისკოპოსი თეოფილე. ეკლესიის სამხრეთ კედელში შემორჩენილია ფირფიტა, რომელზეც ამოკვეთილია ეპისკოპოსის ეპიტაფია. გადმოცემის თანახმად 1793 წელს აქ ხელი დაასხეს სერაფიმ საროველს. 1918 წელს მონასტერი დახურეს, ხოლო 1920-იან წლებში აქ განათავეს ტამბოვის საგუბერნიო საგანგებო კომისია. მომდევნო წლებში გაანადგურეს სასაფლაო, დაანგრიეს სამრეკლო. ყაზანის ეკლესიის შენობაში კი განათავსეს ტამბოვის ოლქის სახელმწიფო არქივის ფილიალი. 1990-იანი წლების დასაწყისში მონასტერი დაუბრუნდა მორწმუნეებს და დაიწყო ყაზანის ღვთისმშობლის ხატის ეკლესიის სარესტავრაციო სამუშაოები. 2003 წელს ტამბოვისა და ნიჟნი-ნოვგოროდის მთავარეპისკოპოსის საფლავზე, ყაზანის ეკლესიის სამხრეთ კედელთან ააშენეს სამლოცველო. 2009 წლის გაზაფხულზე კი დაიყეს სამრეკლოს მშენებლობა (არქიტექტორი ა. და გ. ლუნკინები). 2011 წლის 27 ივლისის დილას თვითმფრინავმა სამრეკლოს დაადგა 20-მეტრიანი წვერის კონსტრუქცია, რომლის საერთო წონაც დაახლოებით 4 ტონა იყო[4].
  • იოანე ნათლისმცემლის ეკლესია. ზამთრის. აგებულია 1794 წელს, აკურთხეს 1821 წელს.
  • მოციქულთასწორ კირილესა და მეთოდეს სახელობის ეკლესია. კარის ეკლესიის სემინარია. აკურთხეს 2005 წელს.

სამლოცველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დიდი სამამულო ომის წლებში დაღუპული გმირების ძეგლი. აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ 1993 წელს.
  • სამლოცველო ნიჟნი-ნოვგოროდისა და არზამასის ეპარქიის მთავარეპისკოპოს ევგენი ჟდანის საფლავზე. აკურთხა ტამბოვისა და მიჩურინსკის ეპისკოპოსმა თეოდოსიმ 2003 წელს.

სამრეკლო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარიბჭის სამრეკლო

მრავალსართულიანი სამონასტრო სამრეკლოს მშენებლობა დასრულდა 1848 წელს, ხოლო დაანგრიეს საბჭოთა კავშირის პერიოდში. სამრეკლოს ადგილზე კი ააშენეს № 32 საშუალო სკოლის შენობა. 2007 წლის 10 აგვისტოს საზეიმოდ აკურთხეს ჯვარი და საფუძვლის ქვა. 2009 წელს დაიწყეს ახალი კარიბჭის სამრეკლოს მშენებლობა. 2011 წლის 27 ივლისს თვითმფრინავის საშუალებით დაადგეს წვერის 20-მეტრიანი კონსტრუქცია[5]. 2014 წლის 30 აგვისტოს მონასტრის სამრეკლო აკურთხა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი II-მ.

ყაზანის ღვთისმშობლის ხატის მონასტრის სამრეკლო უმაღლესია ცენტრალურ ფედერალურ ოლქში, ხოლო მეორეა სიმაღლით რუსეთში და ჩამორჩება მხოლოდ პეტროპავლოვსკის სამრეკლოს, რომელიც მდებარეობს სანქტ-პეტერბურგში. მისი სიმაღლეა 107 მეტრი, მაგრამ დოკუმენტებში მითითებულია 96,6 მეტრი.

წყაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Журнал Московской Патриархии. № 12. 2007 г. «Празднование 325-летия Тамбовской епархии»[6]
  • Тамбовские епархиальные ведомости. № 2. 2010 г. Неретин Г. «Строительство колокольни Казанского мужского монастыря».
  • Тамбовские епархиальные ведомости. № 7 (31). 2010 г. Левин О. «Восстановление Казанского мужского монастыря г. Тамбова».[7]
  • «Московский комсомолец» («МК в Тамбове»). 13 октября 2010 г. «Когда зазвонит колокол?»[8]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Управление культуры и архивного дела Тамбовской области. Списки объектов культурного наследия.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-21. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  2. Исторический облик Тамбова | Тамбовская епархия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-07. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  3. Валагин А., Филонов И. В Тамбове патриарх освятил самую высокую колокольню. // Российская газета. — 31.8.2014.
  4. На колокольню Казанского монастыря установлен позолоченный крест. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  5. На колокольню Казанского монастыря установлен позолоченный крест. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-09-24. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  6. Журнал Московской Патриархии. «Празднование 325-летия Тамбовской епархии».. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-03-19. ციტირების თარიღი: 2018-11-01.
  7. Тамбовские епархиальные ведомости.[მკვდარი ბმული]
  8. Когда зазвонит колокол?. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-28. ციტირების თარიღი: 2018-11-01.