ტამბოვის ფერისცვალების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტამბოვის ფერისცვალების ტაძარი
ტამბოვის ფერისცვალების ტაძარი — რუსეთი
ტამბოვის ფერისცვალების ტაძარი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 52°43′38″ ჩ. გ. 41°27′32″ ა. გ. / 52.72722° ჩ. გ. 41.45889° ა. გ. / 52.72722; 41.45889
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ტამბოვი, ტამბოვის ოლქი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6810005000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1694-1783

ტამბოვის ფერისცვალების ტაძარი (რუს. Спасо-Преображенский собор) — რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტამბოვის ეპარქიის საკათედრო ტაძარი ქალაქ ტამბოვში. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს. იგი არის ტამბოვის პირველი ქვის ტაძარი და ტამბოვის ოლქის უძველესი მართლმადიდებელი ეკლესია.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქვის ტაძრის მშენებლობა ძველი ხის ეკლესიის ადგილზე დაიწყო 1694 წელს ტამბოვის ეპისკოპოსმა პიტირიმმა, მაგრამ საბოლოოდ იგი დასრულდა 1783 წელს ტამბოველი ვაჭრის მატვეი ბოროდინის ფინანსებით.

1809 წელს ეპისკოპოსმა თეოფილ რაევმა ტამბოვის სასულიერო კონსისტერიას შესთავაზა და დაარწმუნა ისინი ძველი სამრეკლოს ადგილზე ახლის აშენებაში. დაიწყო სახსრების შეგროვება. 1811 წელს დასრულდა ახალი, ქვის სამრეკლოს მშენებლობა.

XX საუკუნის დასაწყისში ტაძარს სტუმრობდა იმპერატორი ნიკოლოზ II, დიდი თავადი ელისაბედ თევდორეს ასული და იოანე კრონშტადტელი.

1929 წელს საკათედრო ტაძრის შენობაში განათავსეს ტამბოვის საოლქო მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. 1931-1932 წლებში დაშალეს ეკლესიის სამრეკლო. ტამბოვის საოლქო აღმასკომის 1974 წლის 14 მაისის № 309 დადგენილების საფუძელზე იცავს სახელმწიფო, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლს[1].

1991 წლის 18 აგვისტოს ტამბოვის სახალხო დეპუტატთა საოლქო საბჭოს № 196 გადაწყვეტილებით ფერისცვალების ეკლესია გადაეცა მორწმუნეებს. 1993 წელს გუმბათზე დაადგეს ჯვარი. 6 აგვისტოს მთავარეპისკოპოსმა ევგენიმ აკურთხა ქვედა ტაძრის საკურთხეველი.

1993 წლის 8 აგვისტოს ტაძარს დაუბრუნდა ქალაქ ტამბოვის ზეციური მმართველის წმინდა პიტირიმის ნეშტი და ასევე სხვა სიწმინდეები.

1993 წელს საკათედრო ტაძარი დაუბრუნდა ტამბოვის ეპარქიას. გადაცემის ცერემონია საბოლოოდ დასრულდა ტამბოვში პატრიარქ ალექსი II-ის პირველი ვიზიტის პერიოდში[2].

1994 წელს დარეგისტრირდა ტაძრის რელიგიური საზოგადოება. 2002 წლის 9 აგვისტოს პატრიარქმა ალექსი II-მ აღასრულა რამსთევის მსახურება. 10 აგვისტოს, ქალაქის მფარველის, პატრიარქ პიტირიმის ხსენების დღეს, გაიმართა საღვთო ლიტურგია. 2011 წლის 18 მაისს კი გაიმართა ლიტურგია და აკურთხეს ჯვარი სამრეკლოს მშენებლობის ადგილზე[3].

ამჟამად სამრეკლო აგებულია და მოქმედებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]