ტამბოვის ამაღლების მონასტერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტამბოვის ამაღლების მონასტერი
ტამბოვის ამაღლების მონასტერი — რუსეთი
ტამბოვის ამაღლების მონასტერი
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 52°43′53″ ჩ. გ. 41°27′44″ ა. გ. / 52.73139° ჩ. გ. 41.46222° ა. გ. / 52.73139; 41.46222
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა ტამბოვი, ტამბოვის ოლქი
სასულიერო სტატუსი დედათა მოქმედი მონასტერი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6830796000
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1690

ტამბოვის ამაღლების მონასტერი (რუს. Вознесенский монастырь) — დედათა მონასტერი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ტამბოვის ეპარქიაში. მდებარეობს ქალაქ ტამბოვში. ამაღლების მონასტერი წარმოადგენს რეგიონალური მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლს. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს[1].

მონასტრის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაღლების მონასტერი დააარსა 1690 წელს ტამბოვისა და კოზლოვსკის ეპისკოპოსმა პიტირიმმა, ქალაქის ჩრდილოეთ გარეუბანში, იქ სადაც ერთმანეთს ერთვის მდინარეები სტუდენიცა და გავრიუშკი. მონასტრის პირველი იღუმენია იყო პიტირიმის ღვიძლი და ეკატერინა.

1724 წელს მონასტერი დაზარალდა ხანძრისაგან. მისი აღდგენა მოახერხეს მხოლოდ 1744 წელს, ამოიყვანეს მონასტრის კედლები.

1764 წელს სამონასტრო ქონების განადგურების (ე. წ. სეკულარიზაციული რეფორმის) შემდეგ სურდათ მონასტის დახურვა, მაგრამ ეს ვერ მოახერხეს, რადგან იგი მაშინაც კი გამოირჩეოდა კელიის შესანიშნავი ხელოსნობით და მონასტერი ცხოვრობდა საკუთარი შრომით. ამაღლების მონასტრის გაერთიანებამ მიიღო მესამე კლასის საშტატო მონასტრის სტატუსი.

1791-1798 წლებში მონასტერში ააშენეს ქვის ეკლესია უფლის ამაღლების სახელზე, რომლის საკურთხევლებიც იყო წმინდა ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და დიდმოწამე ეკატერინეს სახელზე ნაკურთხი (არქიტექტორი ივან კრუგლიკოვი). 1816-1820 წლებში ააშენეს ღვთისმშობლის ხატის - ყოველთა მწუხარეთა სიხარულის - სახელობის ეკლესია.

1891 წელს მონასტრის სიახლოვეს ააშენეს მოხუცთა თავშესაფარი ანტონ პეჩორელის სახელზე[2].

XIX საუკუნის დასასრული და XX საუკუნის დასაწყისი იყო ამაღლების მონასტრის დროებითი აღმავლობის პერიოდი. კვლავ ააშენეს ორსართულიანი ქვის კორპუსი, მონასტრის საზოგადოებისთვის ორსართულიანი სახლი, აბანო, სამრეცხაო და სხვა. 1912 წელს ვ. ი. ფრეიდმანის პროექტის მიხედვით ააშენეს ორსართულიანი სატრაპეზო. მონასტერში მაღალ დონეზე განვითარდა ხელნაკეთების დამზადების ტექნოლოგია. ამაღლების პერიოდში იმართებოდა ხუთდღიანი ბაზრობა.

მონასტრის დანგრევა დაიწყო 1918 წელს. 1925 წელს ამაღლების მონასტერი დახურეს, ფასეულობები დაიტაცეს, 1927 წელს ტაძარი გადაეცა საქალაქო საბჭოს კულტურულ-საგანმანათლებლო მიზნებით გამოყენებისათვის. სამრეკლოდან ჩამოხსნეს ზარები.

ყოველთა მწუხარეთა ეკლესია 1929 წელს გადაეცა საოლქო არქივს და დაცვის ქვეშ აიყვანა სახელმწიფომ. 1930-იანი წლებიდან საარქივო მასალებში ამაღლების მონასტერი უკვე აღარც მოიხსენიება.

1979 წლის 5 დეკემბერს საოლქო აღმასკომის № 513 გადაწყვეტილებით მონასტერი დაცვის ქვეშ აიყვანა სახელმწიფომ, როგორც ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლი.

1988 წელს კიევის რუსეთის გაქრისტიანებასთან 1000 წლისთავთან დაკავშირებით მონასტერი დაუბრუნდა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. ტამბოვისა და მიჩურინსკის ეპისკოპოსმა ევგენიმ მწუხარების ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა ნიკოლაი ტოროპცევი.

1992 წლის 22 დეკემბრიდან დაიწყო სამონასტრო ცხოვრების აღორძინება.

მონასტრის ნაგებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაძრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწუხარე ღვთისმშობლის ხატის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწუხარე ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესია აკურთხეს 1820 წელს. 1929 წელს ტაძარი გადაეცა საოლქო არქივს.

1990 წლის 6 ნოემბერს კვლავ აკურთხეს ტაძრის საკურთხეველი ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ სახელზე, ხოლო 1992 წლის 29 მარტს ალექსი ღვთისკაცის სახელობის ეგვტერი. 1994 წლის 29 სექტემბერს აღდგენილი გუმბათის თავზე დაამონტაჟეს ჯვარი.

ტაძარი არის რეგიონალური მნიშვნელობის ისტორიისა და არქიტექტურის ძეგლი[3].

იოანე კრონშტადტელის ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იოანე კრნშტადტელის ეკლესია წარმოადგენს სანათლავ ტაძარს, რომელიც ააგეს 1997-1998 წლებში.

ამაღლების ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამაღლების ტაძარი ამჟამად აღდგენილია. საზეიმოდ ჩაუყარეს საფუძველი 2007 წლის 9 აგვისტოს[4]. 2009 წლის 10 მაისს აკურთხეს ტაძრის საფუძველი და ჩააგდეს კაფსულა სიგელით, რომელზეც ტაძრის დაარსების შესახებ იყო წარწერა. 2012 წლის 25 მაისს სამრეკლოზე დაადგეს გუმბათი, რომლის სიმაღლემაც მიაღწია 70 მეტრს[5].

სამლოცველო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამლოცველო ააგეს მონაზონ მიროპიას საფლავზე 1998 წელს.

საცხოვრებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ანტონიევსკის კორპუსი
  • დედაოების კორპუსი, რომელიც არის რეგიონალური მნიშვნელობის ისტორიისა და კულტურის ძეგლი[3].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]