ტამარინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტამარინები

საიმპერატორო ტამარინი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
კლასი:  ძუძუმწოვრები
რიგი:  პრიმატები
ოჯახი:  ბრჭყალებიანი მაიმუნები
გვარი:  Saguinus
სახეობა:  15 სახეობა
ლათინური სახელი
Saguinus

ტამარინებიციყვის ზომის, ფართოცხვირიანი მაიმუნები (იგივე ახალი მსოფლიოს მაიმუნები) ბრჭყალებიანი მაიმუნების ოჯახის Saguinus-ის გვარიდან. ახლოს ენათესავებიან Leontopithecus-ის გვარის ლომისებრ ტამარინებს.

დახასიათება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტამარინის სხვადასხვა სახეობა მნიშვნელოვნად განსხვავდება გარეგნულად. არიან როგორც მთლიანად შავები, ისე ჭრელები, ყავისფერები და თეთრები. მრავალი სახეობისთვის დამახასიათებელია ულვაშისმაგვარი თმები სახეზე. სხეულის ზომა 13-30 სანტიმეტრია (პლუს 25-44 სმ კუდი), წონა კი 220-900 გრამი. ტყვეობაში ტამარინი 18 წლამდე ცოცხლობს.

გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტამარინი გავრცელებულია ცენტრალური ამერიკის სამხრეთ ნაწილიდან სამხრეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილამდე, ძირითადად ჩრდილო-დასავლეთ კოლუმბიაში, ამაზონის აუზსა და გვიანაში.

ქცევა და გამრავლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტამარინები ტროპიკულ წვიმის ტყეებსა და ღია ტყეებში ბინადრობენ. მოქმედებენ დღისით, ძირითად დროს ხეებზე ატარებენ, სადაც სწრაფად დახტიან. ცხოვრობენ ჯგუფებად, რომელშიც ხშირად 40 წევრი შედის და ერთი ან რამდენიმე ოჯახისგან შედგება. უფრო ხშირად, ჯგუფები 3-9 წევრისგან შედგება.

ტამარინები ყველაფრისმჭამელები არიან. ჭამენ როგორც ხილსა და მცენარეებს, ისე ობობებს, მწერებს, პატარა ხერხემლიანებსა და ფრინველთა კვერცხებს.

მაკეობა 140 დღეს გრძელდება და როგორც წესი, იბადებიან ტყუპები. ჯგუფის ზრდასული და ახალგაზრდა მამრი წევრები მდედრებს პატარების ტარებაში ეხმარებიან. დაახლოებით ერთი თვის პატარა ტაამრინი მყარი საკვების ჭამას იწყებს, თუმცა ძუძუთი კვებას თავს სრულად 3-4 თვის ასაკში ანებებს. სრულ სიმწიფეს 2 წლის ასაკში აღწევენ. ტამარინები პოლიანდრიულები (მარავლქმრიანი) არიან.

მტაცებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ დღის დიდ ნაწილს ტამარინები საკვების მოპოვებაში ატარებენ, ისინი ხშირად ხდებიან საჰაერო და სახმელეთო მტაცებელთა მსხვერპლნი. სხვა პრიმეტაბთან შედარებით პატარა ზომის გამო, ადვილი სამიზნეები არიან მტაცებელი ფრინველების, გველებისა და ძუძუმწოვრებისათვის.[1]

ტაქსონომია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Saguinus-ის გვარის ტამარინების პირველი კლასიფიკაცია 10 სხვადასხვა სახეობას მოიცავდა. თუმცა შემდეგ, სახის საფარზე დაყრდნობით, დაიყო 33 მორფოტიპად.[2] შემდეგი კლასიფიკაციისას, მოხდა ორ შტოდ დაყოფა, რაც კბილის მახასიათებლებს შორის არსებულ სხვაობებს ეფუძნებოდა.[3] ბოლო კლასიფიკაცია ადგენს 15 სახეობას არც ერთი ქვესახეობის გარეშე.[4]

კლასიფიკაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Miller, Lynne (2002). Eat or be Eaten. Cambridge University Press. ISBN 0-521-01104-3. 
  2. Hershkovitz, Philip (1977). Living New World Monkeys (Platyrrhini) : With an Introduction to Primates, 1st, University of Chicago Press. 
  3. Natori, M.; Hanihara, T. (1992). „Variations in dental measurements between Saguinus species and their systematic relationships“. Folia Primatologica. 58 (2): 84–92.
  4. Ferrari, Stephen; Silva, Suleima. Notes on the reproduction, behaviour and diet of Sanguinus niger (Primates: Callitrichidae) in a forest remnant at the National Primate Centre, Ananindeua, Pará. ციტირების თარიღი: 2016-07-12
  5. Gregorin, R.; De Vivo, M. 2013: Revalidation of Saguinus ursula Hoffmannsegg (Primates: Cebidae: Callitrichinae). Zootaxa, 3721(2): 172-182. doi:10.11646/zootaxa.3721.2.4