შინაარსზე გადასვლა

ტალინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტალინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი
დაფუძნდა 1992
ტიპი საჯარო
ქალაქი ტალინი
ქვეყანა ესტონეთი
https://www.tktk.ee/

ტალინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი — უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ტალინში, ესტონეთში, დაარსებული 1992 წელს. უნივერსიტეტი უზრუნველყოფს პროფესიულ უმაღლეს განათლებასა და გამოყენებით კვლევას ტექნოლოგიის, წარმოების, სამოქალაქო ინჟინერიის, ლოჯისტიკის, ეკონომიკისა და კეთილდღეობის სფეროებში.

ტალინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი არის ყველაზე დიდი უნივერსიტეტი ესტონეთში აღნიშნული მიმართულებით. ამჟამად განათლებას იღებს დაახლოებით 3000 სტუდენტი.

უნივერსიტეტს აქვს 6 მიმართულება: არქიტექტურის ინსტიტუტი, ინჟინერიისა და ცირკულარული ეკონომიკის ინსტიტუტი, სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტი, ლოჯისტიკის ინსტიტუტი, ტექნოლოგიის ინსტიტუტი და ეკონომიკის ინსტიტუტი.[1]

სამშენებლო მიმართულება არის საუკეთესო სფეროში, უნივერსიტეტმა მოამზადა უმაღლესი დონის სპეციალისტები როგორც შენობების მშენებლობის, ისე საგზაო მშენებლობის, გეოდეზიისა და უძრავი ქონების მოვლა-პატრონობის სფეროებში.

ტექნოლოგიისა და ცირკულარული ეკონომიკის ინსტიტუტში ისწავლება სამი სასწავლო პროგრამა - გარემოს ტექნოლოგია და მართვა, წარმოების მართვა და დიგიტალიზაცია, და მდგრადი ტექსტილის ტექნოლოგია. ინსტიტუტი სთავაზობს კომპანიებსა და სხვა პარტნიორებს კვლევების ჩატარებას, კონსულტაციებსა და ტესტირებას.

სერვისის ეკონომიკის ინსტიტუტი მოიაზრებს სწავლებას ბუღალტერიაში, მეწარმეობაში, სოციალურ სამუშაოში, ინფორმაციის მართვაში, ასევე აუდიტში, გუნდის მართვასა და ბევრ სხვა სფეროში. ინსტიტუტის დირექტორი კატი ნოუაკასი თავადაც არის მეწარმე და კომპანიის დირექტორთა საბჭოს წევრი. სერვისის ეკონომიკის ინსტიტუტის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ შეუძლებელია უმაღლეს სასწავლებელში პრაქტიკულად ასწავლო, თუ თავად არ გაქვს პრობლემები საკუთარ თავზე გამოცდილი.

ინსტიტუტის სამეცნიერო და კვლევითი საქმიანობის ძირითადი სფეროებია ყველაფერი, რაც უკავშირდება კომპანიის ან ორგანიზაციის ფინანსურ აღრიცხვას, მართვას, პერსონალის საქმიანობას, ინფორმაციის მართვას, ადამიანური რესურსების მართვას, ბიზნეს საინფორმაციო სისტემებსა და სოციალურ სამუშაოს. საქმიანობები ძირითადად ორ მიმართულებად იყოფა:

  • სოციალური სამუშაო, ადამიანების ფსიქოლოგია, ფსიქიკური ჯანმრთელობა, დაბერებასთან დაკავშირებული საკითხები;
  • ბიზნესი და ადმინისტრირება.

ტალინის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერისტეტს 35 წლიანი გამოცდილება აქვს, თუმცა ამ პერიოდში შეძლო განვითარება და როგორც მრავალპროფილიანი ტექნიკური უნივერსიტეტი სწავლების მაღალი ხარისხით ცნობილია მთელ მსოფლიოში. სტუდენტებს სთავაზობს ბაკალავრის დონის პროფესიულ პროგრამებსა და მაგისტრატურის რამდენიმე პროგრამას. სწავლების ხანგრძლივობა 3,5 - 4 წელიწადია.

უნივერსიტეტი აღჭურვილია თანამედროვე ლაბორატორიებით, ვინაინდან სწავლებისას განსაკუთრებული აქცენტი კეთდება პრაქტიკულ განათლებაზე, ინდუსტრიასთან კავშირებზე. თითოეულ სასწავლო პროგრამაში გათვალისწინებულია სავალდებულო პრაქტიკული ნაწილი. უნივერსიტეტი მონაწილეობს ერაზმუს პლუსის პროგრამაში, თანამშრომლობს უცხოურ უნივერსიტეტებთან და სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს სთავაზობს გაცვლით პროგრამებს.

ტალინის გამოყენებითი უნივერსიტეტი მომავალ სტუდენტთა ყურადღებას იქცევს შემდეგი საკითხებით: თანამედროვე კამპუსი ტალინის ცენტრალური ნაწილის მახლობლად, აქტიური სტუდენტური ორგანიზაციები, სპორტული და კულტურული აქტივობები. უნივერსიტეტი ცნობილია კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებლით. ამის მიზეზად თვლიან მჭიდრო კავშირს ესტონეთის წამყვან საინჟინრო და ტექნოლოგიურ კომპანიებთან.

უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამები განსაკუთრებულ ყურადრებას აქცევს მდგრადი განვითარების მიზნებსა და ცირკულალურ ეკონომიკას, პრიორიტეტულია ტექნოლოგიური ინოვაციების დანერგვა.

ყველაზე პოპულარული სპეციალობებია:

  • არქიტექტურა და ინტერიერის დიზაინი,
  • სამშენებლო ინჟინერია და კონსტრუქციების მართვა,
  • ტრანსპორტი და ლოჯისტიკა,
  • მანქანათმშენებლობა და მექატრონიკა (ელექტრონიკა, მექანიკური ინჟინერია და პროგრამული უზრუნველყოფა),
  • წარმოების ინჟინერია,
  • რესურსების მართვა და ცირკულარული ეკონომიკა.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. ↑ Institutes and Centres დაარქივებული 2021-03-05 საიტზე Wayback Machine. Tallinna Tehnikakõrgkool