ტალასის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტალასის ბრძოლა (მრავალმნიშვნელოვანი).
ტალასის ბრძოლა
არაბთა დაპყრობების ნაწილი

ტალასის ბრძოლა
თარიღი 751
მდებარეობა ტალასი, ყაზახეთი, ყირგიზეთი
შედეგი აბასიანების გამარჯვება
მხარეები
აბასიანები ტანი
მეთაურები
ზიად იბნ სალიჰი[1][2] გაო სიანჩჟი, ლი სიე, დუან ქსიუში [1]
ძალები
40 000-50 000 30 000-40 000
დანაკარგები
20 000 დაჭრილი და გარდაცვლილი 8 000 დაჭრილი და გარდაცვლილი, 20 000 ტყვედ ჩავარდა

ტალასის ბრძოლა — ბრძოლა ტალასის ხეობაში (ყაზახეთისა და ყირგიზეთის საზღვარზე) ქალაქ ატლახთან, ერთი მხრივ აბასიანების სახალიფოსა და ტურგეშის სახაკანოს, ხოლო მეორე მხრივ ტანის დინასტიის (ჩინეთი) ჯარებს შორის ცენტრალურ აზიაზე კონტროლის დასამყარებლად.

749 წელს ჩინელმა სარდალმა გაო სიანჩჟიმ აიღო ტაშკენტი და სიკვდილით დასაჯა მისი თურქმანი მმართველი მოჰედუ. თავისი შვილის თხოვნით ალყაშემორტყმულ ტარაზში გამაგრებული არაბული გარნიზონის გადასარჩენად გენერალმა აბუ მუსლიმმა იემენური კავალერია გაგზავნა ზიად იბნ სალიჰის მეთაურობით, რომელსაც მოკავშირე თურქმანული ტომების სახალხო ლაშქარიც შეუერთდა.

ბრძოლა 751 წლის ივლისს მდინარე ტალასთან მოხდა. არაბებმა მძლავრი შეტევა წამოიწყეს ჩინელებზე და სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. მოულოდნელად შუა ბრძოლაში ჩინელთა ზურგში კარლუკთა ძალებმა დაიწყეს შეტევა. კარლუკები იმპერატორის ჯარის რიცხვში შედიოდნენ, მაგრამ ბრძოლისას ეს ტომი არაბების მხარეს გადავიდა. ჩინეთის ჯარი დამარცხდა და ბრძოლის ველიდან გაიქცა.

შედეგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტალასის ბრძოლა მეტად მნიშვნელოვანი იყო. მის შედეგად:

  • შეწყდა არაბთა აღმოსავლეთით მოძრაობა
  • ისლამი გავრცელდა თურქმანულ ტომებში
  • კარლუკების მიერ დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნა
  • მოხდა ჩინელი ტყვეებისგან ქაღალდის ტექნოლოგიის საიდუმლოს ათვისება
  • უიგურების სახელმწიფო აღდგა
  • ტანის იმპერიის დასუსტდა და ჩინეთის დასავლეთით გაფართოება თითქმის 1000 წლით გადაიდო.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Bai Shouyi (2003). A History of Chinese Muslim (Vol.2). Beijing: Zhonghua Book Company. pp. 224–25. ISBN 7-101-02890-X
  2. Vasily Bartold (1992). (Western) Turkestan Down to the Mongol Invasion. New Delhi: Munshiram Manoharlal Publishers. pp. 180–96. ISBN|81-215-0544-3