შინაარსზე გადასვლა

ტალავერის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტალავერის მეჩეთი — არქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერიში. აგებულია XIX საუკუნეში.

მეჩეთი დგას შუა სოფელში. წარმოადგენს მართკუთხა ნაგებობას მეტ-ნაკლებად ნათალი ქვით ნაგებს სწორხაზოვანი წყობით. ჩრდილოეთის კედელში ჩაშენებულია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურისთვის მახასიათებელი დეტალები. შესასვლელი ჩრდილოეთის მხრიდან აქვს. ყველა კედელში ორ-ორი თაღოვანი სარკმელი ჰქონია, რომლებიც აღდგენის დროს სწორკუთხედად გადაუკეთებიათ, ზოგიერთი კი ამოუშენებიათ. სამხრეთის კედლის შუაში ნახევარწრიული თაღოვანი ნიშა — მიჰრაბი. მის თავზე ჩადგმულია არაბულწარწერიანი ქვა. ჩრდილოეთის ფასადს მთელს სიგრძეზე გასდევს ღია გალერეა. მეჩეთი აღდგენის შემდეგ თუნუქის რვაწახნაგა სახურავითაა დასრულებული.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39385