ტალავერის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტალავერის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალავერში. აგებულია XVI-XVIII საუკუნეებში.

ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. წყობა არეულია. შესასვლელი ჩრდილოეთიდან აქვს. ნახევარწრიული აფსიდა მხრითაა გამოყოფილი. აფსიდაში ორი სწორკუთხა ნიშაა, რომლებიც სარკმლის აქეთ-იქითაა მოთავსებული. ტაძრის გარშემო საკმაოდ ფართო მანძილზე გვიანი შუა საუკუნეების სასაფლაოა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 39388