შინაარსზე გადასვლა

ტაკიტარო მინაკამი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაკიტარო მინაკამი
ტაკიტარო მინაკამი
მინაკამი ტაკიტარო
იაპონ. 水上瀧太郎
დაბადების თარიღი 6 დეკემბერი, 1887
დაბადების ადგილი ტოკიო იაპონია
გარდაცვალების თარიღი 23 მარტი, 1940 (52 წლის)
გარდაცვალების ადგილი ტოკიო იაპონია
დასაფლავებულია ტამის სასაფლაო
ფსევდონიმი მინაკამი ტაკიტარო (水上 滝太郎)
საქმიანობა მწერალი, ლიტერატურის კრიტიკოსი
მოქალაქეობა იაპონია
ალმა-მატერი კეიოს უნივერსიტეტი
ჟანრი ნოველა, პოეზია, ესეისტიკა


მინაკამი ტაკიტარო (იაპონ. 水上 滝太郎, დ. 6 დეკემბერი, 1887 — გ. 23 მარტი, 1940), იაპონელი მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი,[1] აქტიური იყო იაპონიაში შოვას პერიოდში. ნამდვილი სახელი - აბე შოძო

ადრეული ცხოვრება და განათლება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინაკამი ტაკიტარო დაიბადა ტოკიოს პრესტიჟულ აზაბუს რაიონში. მისი მამა, აბე ტაიზო, იყო სასიცოცხლო სადაზღვევო კომპანია „მეიჯის“ დამფუძნებელი. 1891 წელს ოჯახი გადავიდა მაცუზაკა-ჩოში, ტოკიოს შიბას უბანში. მინაკამი სწავლობდა კეიოს საშუალო სკოლაში და თამაშობდა სკოლის ბეისბოლის კლუბში.

კეიოს უნივერსიტეტში სწავლის დროს მასზე განსაკუთრებული ზეგავლენა მოახდინა იზუმი კიოკას ნამუშევრებმა. მასზე მნიშვნელოვანი კვალი დატოვა ახლად დანიშნულმა პროფესორმა, ნაგაი კაფუმ მიერ, რომელიც ასევე იყო ლიტერატურული ჟურნალის, მიტა ბუნგაკუს დამფუძნებელი. ჟურნალი 1910 წელს გამოიცა. კეიოს უნივერსიტეტში ყოფნისას მინაკამი დაუმეგობრდა დრამატურგს, სცენარისტსა და ბუნგაკუზას თეატრის რეჟისორს, კუბოტა მანტაროს. [2]

ლიტერატურული კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კეიოს უნივერსიტეტში სწავლისას მინაკამი ტაკიტარომ დაიწყო თავისი ლიტერატურული კარიერა, ლექსებისა და მოთხრობების წვლილით მიტა ბუნგაკუში და მთავარ ლიტერატურულ ჟურნალ სუბარუში. მან დააარსა საკუთარი ლიტერატურული წრე, რეი-ნო-კაი, და თავის სახლში კრებდა თანამოაზრე მეგობარ მწერლებს. თავის სადებიუტო მოთხრობაში „იამანოტე ნო კო“ („ბავშვი იამანოტედან“) აღწერილი აქვს ამ შეკრებების ამბები. ნაწარმოები გამოქვეყნდა 1911 წელს მიტა ბუნგაკუში. მწერალმა თავისი ფსევდონიმი შეარჩია იზუმი კიოკას ერთ-ერთი მოთხრობის პერსონაჟის მიხედვით.

მოგზაურობა საზღვარგარეთ და სამშობლოში დაბრუნება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინაკამიმ უცხოეტში, სხვადასხვა ქვეყანაში გაატარა რამდენიმე წელიწადი, შემდეგ ამერიკის შეერთებულ შტატებში სწავლობდა ეკონომიკას და ბოლოს, 16 ქვეყნის გარშემო მოგზაურობის შემდეგ, 1916 წელს, მწერალი დაბრუნდა იაპონიაში, რათა მიეღო თანამდებობა მამამისის სადაზღვევო კომპანიაში. თუმცა, მას არ მიუტოვებია თავისი ლიტერატურული ამბიციები და სამუშაო გამოცდილებაც საკუთარ ნშემოქმედებაში გამოიყენა, აქ მუშაობამ მას მოსაზრებები შეუქმნა თეთრსაყელოიანი მუშაკების ცხოვრებაზე, თუმცა იაპონიის ერთ-ერთი უდიდესი სადაზღვევო კომპანიის დირექტორის საკმაოდ მაღალი პოზიციიდან.

ლიტერატურული მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინაკამიმ 1920-იან და 1930-იან წლებში დაწერა უამრავი რომანი, რომლებიც აღწერდა ჩვეულებრივი, ქალაქში მცხოვრები ადამიანების ცხოვრებას. მისი ნამუშევრებიდან გამორჩეულია რომანი „ოსაკა ნო იადო“ („სასტუმრო ოსაკაში“, 1925–1926) და „კაიგარა ცუიჰო“ (1918–1940), ესეების კრებული.

მიტა ბუნგაკუს მხარდაჭერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მას შემდეგ, რაც კეიოს უნივერსიტეტმა ფინანსური მხარდაჭერა შეუწყვიტა მიტა ბუნგაკუს ლიტერატურული ჟურნალისთვის 1925 წელს, მინაკამიმ (კუბოტა მანტაროსთან ერთად) დიდი წვლილი შეიტანა მის ხელახალ გამოცემაში და უჭერდა მას მხარს მთელი 1930-იანი წლების განმავლობაში.

ბეისბოლით გატაცება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინაკამი ბეისბოლით ტკბობა აქტიური სამწერლო მოღვაწეობის დროსაც არ შეუწყვეტია. ის ხშირად აწყობდა თამაშებს მიტა ბუნგაკუს სამოყვარულო ბეისბოლის გუნდსა და მეტოქე ავტორის, ტონ სატომის გუნდს შორის.

მინაკამი ტაკიტარო ლიტერატურის ისტორიას შემორჩა, როგორც მნიშვნელოვანი იაპონელი მწერალი, რომელიც აღწერდა ურბანული ცხოვრების რეალობა შოვას პერიოდის იაპონიაში. მისი ნამუშევრები ასახავდა თეთრი საყელოების მუშაკების ყოველდღიურ ცხოვრებას და იძლეოდა შეხედულებას იმდროინდელ იაპონურ საზოგადოებაზე.

მისი წვლილი იაპონურ ლიტერატურაში მოიცავდა როგორც მხატვრულ შემოქმედებას, ასევე ლიტერატურულ კრიტიკას, ის მხარს უჭერდა და ეხმარებოდა სალიტერატურო პერიოდული გამოცემების განხორციელებას და ხელს უწყობდა და წაახალისებდა ახალგაზრდა მწერლებს.

მინაკამი გარდაიცვალა ტვინში სისხლჩაქცევით 1940 წელს. მისი საფლავი მდებარეობს ტამა რეიენში, ფუჩუში, ტოკიოში.[3]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]