ტაი ბარელი
| ტაი ბარელი | |
|---|---|
|
ბარელი 2014 წლის თებერვალში | |
| დაბადების თარიღი |
22 აგვისტო, 1967 გრანტს-პასში, ორეგონში, აშშ |
| მოქალაქეობა | აშშ |
| განათლება | ორეგონის უნივერსიტეტი, პენსილვანიას უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | Southern Oregon University, პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტი, ორეგონის უნივერსიტეტი და Hidden Valley High School |
| საქმიანობა | მსახიობი |
| ცნობილია როგორც | ფილ დანფის როლით, სერიალში „ამერიკული ოჯახი“ |
| მეუღლე(ები) | ჰოლი ბარელი |
| შვილ(ებ)ი | 2 |
ტაილერ ჯერალდ ბარელი (დ. 22 აგვისტო, 1967) — ამერიკელი მსახიობი. ბარელი ყველაზე ცნობილია ფილ დანფის როლით ABC-ის სიტკომში „ამერიკული ოჯახი“ (Modern Family, 2009–2020), რისთვისაც მან მოიპოვა ემის ორი ჯილდო კომედიურ სერიალში მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის და კინომსახიობთა გილდიის ხუთი ჯილდო.
ბარელი ასევე მთავარ როლებს ასრულებდა ტელესერიალებში „Out of Practice", 2005–2006 და „Back to You", 2007–2008. მას მონაწილეობა აქვს მიღებული ისეთ ფილმებში, როგორიცაა „ევოლუცია“, „შავი ქორის დესანტი“ (ორივე 2001 წელს), „მიცვალებულთა განთიადი“ (2004), „წარმოუდგენელი ჰალკი“ (2008) და „Muppets Most Wanted“ (2014). მან გაახმოვანა პერსონაჟები ანიმაციურ ფილმებში „ბატონი პიბოდი და შერმანი“ (2014), „დორის ძიებაში“ (2016) და „წეროები“ (2016). თეატრის სცენაზე ბარელის დებიუტი ბროდვეიზე შედგა ლენოქსის როლით უილიამ შექსპირის პიესის, „მაკბეტის“, განახლებულ დადგმაში (2000).
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაილერ ჯერალდ ბარელი დაიბადა გრანტს-პასში, ორეგონში, 1967 წლის 22 აგვისტოს.[1][2] ის მასწავლებლის, შერი როუზისა (დაბადებით ჰაუკი) და ოჯახის თერაპევტის, გარი ჯერალდ ბარელის (1940–1989), შვილია.[3][4][5][6]მას ჰყავს უმცროსი ძმა, დუნკანი.[7] ის ძირითადად ინგლისური და გერმანული წარმოშობისაა, თუმცა გადაცემის მეშვეობით „იპოვნე შენი ფესვები“ აღმოაჩინა, რომ მისი წინაპრების 1/16 აფროამერიკელია — მისი დიდი ბებიის მხრიდან, რომელიც ტენესიდან იყო, ადრე მონობაში იმყოფებოდა, მოგვიანებით კი ორეგონში მიწათმფლობელი (ჰომსტედერი) გახდა.[8] ბარელი გაიზარდა ეპლგეიტში, ორეგონში, კალიფორნიის საზღვართან ახლოს.[9][10] იგი სწავლობდა ჰიდენ ველის საშუალო სკოლაში[1] გრანტს-პასში, სადაც ამერიკულ ფეხბურთს თამაშობდა და იყო გუნდ „Hidden Valley Mustangs“-ის ხაზის მოთამაშე (lineman).
ორეგონის უნივერსიტეტში სწავლისას ბარელი გახდა „სიგმა ჩი“ (Sigma Chi) საძმოს წევრი[11] და ბარმენად მუშაობდა ორეგონის შექსპირის ფესტივალზე.[9] მოგვიანებით ის სწავლობდა სამხრეთ ორეგონის უნივერსიტეტში, ეშლენდში,[10] რომელიც 1993 წელს დაასრულა ბაკალავრის ხარისხით თეატრალურ ხელოვნებაში.[9] თხუთმეტი წლის შემდეგ, 2008 წელს, ის ამავე სასწავლებლის გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოვიდა.[12]
მან განათლების მიღება განაგრძო პენსილვანიის შტატის უნივერსიტეტში, სადაც მიიღო სახვითი ხელოვნების მაგისტრის ხარისხი და კინ ვეი-მაიკლ კისთან ერთად იყო „Theatre 100 Company“-ის წევრი.[9][13][14] 1997 და 1999 წლებში ბარელი მუშაობდა მსახიობად იუტას შექსპირის ფესტივალზე.[15] მას ასევე აღნიშნული აქვს, რომ მაგისტრატურაში სწავლის გარკვეულ პერიოდში, ფულის დაზოგვის მიზნით, ფურგონში ცხოვრობდა.[16]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარელის პირველი აღიარებული როლები კინოში იყო 2001 წლის ფილმებში „ევოლუცია“ და „შავი ქორის დესანტი“. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო 2004 წლის რიმეიქში „მიცვალებულთა განთიადი“, ასევე რამდენიმე თეატრალურ დადგმაში (მაგალითად, 2000 წლის ბროდვეის სპექტაკლში „მაკბეტი“ და პიესებში: Corners, The Blue Demon, Burn This და Show People).
იგი იყო თანაავტორი და მსახიობი რასელ დაიბალის მიერ დადგმული ორიგინალური ექსცენტრიული კომედიისა „The Red Herring O' Happiness“. ბარელის თეატრალური მოღვაწეობა ასევე მოიცავს ოფ-ბროდვეის პიესას „Babble“, რომელიც მან თავის ძმასთან, დუნკანთან ერთად დაწერა და მასში თავადაც მონაწილეობდა. გარდა ამისა, მან ნიუ-ჯერზის პროკურორის როლი შეასრულა სერიალში „კანონი და წესრიგი: სპეციალური კორპუსი“.
ამის შემდეგ ბარელი დაამტკიცეს ოლივერ ბარნსის როლზე — ზედაპირული, მაგრამ კეთილგანწყობილი პლასტიკური ქირურგის როლზე CBS-ის სიტკომში „Out of Practice“, 2005–06, რომლის თანაავტორი სცენარისტი კრისტოფერ ლოიდი იყო. შოუ 2006 წლის მაისში გაუქმდა, რის გამოც აშშ-ში რვა ეპიზოდი ეთერში აღარ გასულა. შოუს გაუქმების შემდეგ მან ალან არბუსის როლი შეასრულა ფილმში „ბეწვი: დიანა არბუსის წარმოსახვითი პორტრეტი“. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო ფილმებში „ფულიანი მეგობრები“ და „დარვინის პრემია“, რის შემდეგაც ლონდონის „როიალ კორტის“ თეატრში ქერილ ჩერჩილის პიესის, „Drunk Enough to Say I Love You?“, მსოფლიო პრემიერაში ერთ-ერთი მთავარი როლი ითამაშა.[17]
2007 წელს მან შეასრულა თეთრი სახლის კურატორის მცირე როლი ფილმში „ეროვნული საგანძური: საიდუმლო წიგნი“, რასაც მოჰყვა მთავარი როლი Fox-ის სიტკომში „Back to You“ იმავე წლის ბოლოს. სტივენ ლევიტანისა და კრისტოფერ ლოიდის მიერ შექმნილ ამ შოუში ბარელი საველე რეპორტიორს თამაშობდა (კელსი გრემერისა და პატრიცია ჰიტონის გვერდით). შოუ 2008 წელს დაიხურა.
Marvel-ის კომიქსის 2008 წლის ეკრანიზაციაში „წარმოუდგენელი ჰალკი“ ბარელმა ითამაშა ლეონარდ სამსონი (ზეშესაძლებლობების გარეშე), რომელსაც ხანმოკლე ურთიერთობა ჰქონდა ბეტი როსთან.
მას მთავარი როლი ჰქონდა უძრავი ქონების აგენტის, ფილ დანფის სახით ABC-ის აღიარებულ სიტკომში „ამერიკული ოჯახი“, რომელიც ასევე კრისტოფერ ლოიდისა და სტივ ლევიტანის მიერ იყო შექმნილი. ამ შესრულებისთვის მან ზედიზედ რვაჯერ მიიღო ემის ნომინაცია კომედიურ სერიალში მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შესრულებისთვის (2010–2017) და ორჯერ გაიმარჯვა — 2011 და 2014 წლებში.[18]
მან ასევე მიიღო კინომსახიობთა გილდიის (SAG) ნომინაციები კომედიურ სერიალში მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის, 2014 წელს მან მიიღო ინდივიდუალური SAG ჯილდო და დაამარცხა ალეკ ბოლდუინი, რომელიც მანამდე ზედიზედ შვიდი წლის განმავლობაში იმარჯვებდა.[19]
ბარელი ასევე ჩნდება ფილის როლში „რეალტორთა ეროვნული ასოციაციის“ (National Association of Realtors) რეკლამებში.[20]
2014 წლის ნოემბერში ბარელმა გააფორმა საერთო ხელშეკრულება 20th Century Fox Television-თან საკუთარი კომედიური პროექტების შესამუშავებლად.[21] 2020 წლის ივლისში ეს თანამშრომლობა გაგრძელდა საკუთარი საპროდიუსერო კომპანიის, Desert Whale Productions-ის დაარსებით.[22]
მისი ვებ-სერიალი „Boondoggle“, რომელიც ნაწილობრივ ბარელის პირად ცხოვრებას ეფუძნება, 2016 წლის ივნისში ABC.com-სა და ABCd-ზე გამოვიდა.[23] 2017 წლის ივლისში იგი წარდგენილი იყო ემის ჯილდოზე მოკლემეტრაჟიან კომედიურ ან დრამატულ სერიალში საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში.[24]
ბიზნესი და ქველმოქმედება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბარელი ფლობს რესტორანს The Eating Establishment პარკ-სიტიში (იუტა), ასევე ორ ბარს სოლტ-ლეიკ-სიტიში — Bar X და Beer Bar, რომლებიც ერთმანეთის გვერდით მდებარეობს და შიდა კარითაა დაკავშირებული.[25] როდესაც 2020 წლის მარტში COVID-19-ის პანდემიის გამო სოლტ-ლეიკ-სიტის ბარები და რესტორნები დაიხურა, ბარელმა და მისმა მეუღლემ საკუთარი დანაზოგიდან 100,000 დოლარი გამოყვეს ფონდისთვის Tip Your Server. ეს იყო ონლაინ პლატფორმა იუტაში უმუშევრად დარჩენილი მომსახურე პერსონალის დასახმარებლად.[26]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ბარელმა თავის მეუღლეზე, ჰოლიზე, 18 აგვისტოს 2000 წელს იქორწინა. ისინი ნიუ-იორკში ცხოვრობდნენ, სანამ 2008 წელს სოლტ-ლეიკ-სიტიში გადავიდოდნენ.[9][27] მათ კვლავ აქვთ ოროთახიანი ბინა ნიუ-იორკის ასტორიის უბანში, რომელსაც აქირავებენ.[28]გარკვეული პერიოდის განმავლობაში ისინი სამხრეთ კალიფორნიაში გადავიდნენ ბარელის გადაღების გამო სერიალში „ამერიკულ ოჯახი“. 2010 წლის მარტში ბარელმა განაცხადა, რომ მათ გოგონა იშვილეს,[29] ორი წლის შემდეგ კი — მეორე გოგონა.[30] 2020 წელს „ამერიკული ოჯახის“ დასრულების შემდეგ ბარელი ოჯახთან ერთად ლოს-ანჯელესიდან სოლტ-ლეიკ-სიტიში დაბრუნდა. ჟურნალ People-თან ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ იქ გადასვლას „არ ნანობს“, რადგან ეს „ბავშვების გასაზრდელად შესანიშნავი ადგილია“.[31]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
| ||
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Baker, Jeff (April 30, 2014). „17 actors you (maybe) didn't know were from Oregon“. The Oregonian. Portland, Oregon. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 3, 2017. ციტირების თარიღი: February 16, 2016.
- ↑ Ty Burrell. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 15, 2017. ციტირების თარიღი: July 21, 2018
- ↑ Ingrassia, Lisa; Triggs, Charlotte (May 17, 2010). „What I Learned from My Mom: The Men of Modern Family“. People. 73 (19). დაარქივებულია ორიგინალიდან — March 27, 2022. ციტირების თარიღი: January 29, 2022.
- ↑ „Ty Burrell interview: 'Modern Family has normalised gay marriage'“. The Daily Telegraph. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 12, 2022. ციტირების თარიღი: May 28, 2014.
- ↑ Varble, Bill (October 21, 2007). „This Just In“. Mail Tribune. Medford, Oregon. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 22, 2014. ციტირების თარიღი: May 28, 2014.
- ↑ „Former Medford principal, coach 'Gabby' Williams dies“. Mail Tribune. Medford, Oregon. დაარქივებულია ორიგინალიდან — March 15, 2014. ციტირების თარიღი: May 28, 2014.
- ↑ Goldberg, Lesley. (October 10, 2012) 'Modern Family's' Ty Burrell to Co-Write Semi-Autobiographical Comedy for ABC. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 13, 2022. ციტირების თარიღი: February 13, 2022
- ↑ Carbone, Gina (January 6, 2016). „Ty Burrell Just Learned the Shocking Story of His Black Slave Ancestors“. Movie Fone. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 11, 2024. ციტირების თარიღი: January 11, 2024.
- 1 2 3 4 5 Turnquist, Kristi (November 28, 2009). „Actor Ty Burrell: From Grants Pass to ABC's hit comedy 'Modern Family'“. The Oregonian. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 1, 2009. ციტირების თარიღი: November 29, 2009.
- 1 2 Stated on Inside the Actors Studio, 2011
- ↑ Sigma Chi making headlines (August 4, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — June 17, 2019. ციტირების თარიღი: September 9, 2015
- ↑ Cullinan, Mary. (September 16, 2008) Southern Oregon University: President's Page. Southern Oregon University. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 28, 2010. ციტირების თარიღი: May 29, 2010
- ↑ „Comedy Central starts second season“. The New York Times. October 14, 2014. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 5, 2014. ციტირების თარიღი: September 9, 2014.
- ↑ Federowicz, Jeffrey Allen (February 4, 2006). „PSU grad fits right in with 'Out of Practice'“. Centre Daily Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — February 24, 2006. ციტირების თარიღი: November 22, 2014.
- ↑ Artists Database (1962-2024) | Utah Shakespeare Festival en. ციტირების თარიღი: November 20, 2024
- ↑ „Modern Man“. Elle. March 31, 2011. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 14, 2012. ციტირების თარიღი: May 28, 2014.
- ↑ Billington, Michael. (November 23, 2006) Drunk Enough to Say I Love You en. Guardian. ციტირების თარიღი: 2025-06-19
- ↑ Ty Burrell Emmy Award Winner დაარქივებული April 21, 2013, საიტზე Wayback Machine. . Emmys.com. Retrieved on September 9, 2015.
- ↑ Ty Burrell Dethrones Alec Baldwin at the SAG Awards დაარქივებული April 6, 2015, საიტზე Wayback Machine. . WebProNews (January 19, 2014). Retrieved on September 9, 2015.
- ↑ Gianatasio, David (May 5, 2016). „The National Association of Realtors Finds Its Perfect Pitchman in Modern Family Dad“. Adweek. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 14, 2017. ციტირების თარიღი: July 6, 2017.
- ↑ Birnbaum, Debra. (November 6, 2014) Ty Burrell Signs Overall Deal with Twentieth Century Fox TV. Variety. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 22, 2017. ციტირების თარიღი: July 20, 2017
- ↑ Andreeva, Nellie. (July 16, 2020) Ty Burrell Launches Production Company With 20th Century Fox TV Overall Deal, Sets ABC Comedy Project en. დაარქივებულია ორიგინალიდან — August 18, 2020. ციტირების თარიღი: August 5, 2020
- ↑ Huddleston, Tom Jr.. (July 13, 2016) ABC Is Introducing Dozens of New Shows You Can Only Watch Online. Fortune. დაარქივებულია ორიგინალიდან — May 7, 2017. ციტირების თარიღი: July 20, 2017
- ↑ Nominees/Winners | Television Academy. Academy of Television Arts & Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — September 4, 2019. ციტირების თარიღი: July 20, 2017
- ↑ Ty Burrell of 'Modern Family' opens restaurant in Utah (April 22, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — November 13, 2019. ციტირების თარიღი: November 13, 2019
- ↑ Benson, Lee. (April 5, 2020) As coronavirus shut the doors, Ty and Holly Burrell left a $100,000 tip for servers. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 6, 2020. ციტირების თარიღი: April 6, 2020
- ↑ „'Modern Family' Star Calls Utah Home“. The Salt Lake Tribune. Salt Lake City. December 3, 2009. დაარქივებულია ორიგინალიდან — November 4, 2014. ციტირების თარიღი: November 4, 2014.
- ↑ „Television's Prime Time Wiener“. The Wall Street Journal. June 8, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 22, 2015. ციტირების თარიღი: March 19, 2012.
- ↑ Modern Family's Ty Burrell Adopts a Daughter (March 18, 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 3, 2019. ციტირების თარიღი: February 18, 2011
- ↑ „Ty Burrell Welcomes Daughter Greta“. People. March 19, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 3, 2019. ციტირების თარიღი: October 2, 2019.
- ↑ Telling, Gillian. (August 3, 2025) Ty Burrell Says He Has 'No Regrets' About Leaving L.A. to Raise His 2 Teen Daughters in Utah (Exclusive). ციტირების თარიღი: August 4, 2025