შინაარსზე გადასვლა

ტაირუ კონასუ

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაირუ კონასუ
დაბადების თარიღი 1913
დაბადების ადგილი Djougou
გარდაცვალების თარიღი 15 ივნისი, 1993(1993-06-15)
გარდაცვალების ადგილი კოტონუ
მოქალაქეობა  ბენინი
განათლება École normale William-Ponty[1]
[2]

ტაირუ კონასუ (დ. 1911 — გ. 15 ივნისი, 1993)[3][4]ბენინელი პოლიტიკოსი, რომელიც ყველაზე აქტიური 1960-იან წლებში იყო, როდესაც მისი ქვეყანა დაგომეის სახელით გახლდათ ცნობილი. იგი მსახურობდა ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტად 1964-დან 1965 წლამდე,[5] და ამ სტატუსით ასრულებდა ბენინის პრეზიდენტის მოვალეობას 1965 წლის 29 ნოემბრიდან 1965 წლის 22 დეკემბრამდე. იგი ასევე მსახურობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად 1965 წლის განმავლობაში.

ადრეული პოლიტიკური კარიერა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კონასუ დაიბადა დენდის ეთნიკურ ოჯახში 1913 წელს და იყო ჯუგუს სამეფო საგვარეულოს შთამომავალი.[6][7] მისი წინაპრები ჯუგუს სამეფოში ზეპირსიტყვიერი ტრადიციების მცველები იყვნენ. კოლონიალურ დაგომეაში კონასუ ნიკიში სუბპრეფექტად მსახურობდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იგი დაგომეის გენერალური საბჭოს დეპუტატი იყო. იგი ასევე მსახურობდა დაგომეის ტერიტორიულ ასამბლეაში 1952-დან 1957 წლამდე.[6] როდესაც ჰუბერტ მაგა 1963 წელს გადააყენეს, კონასუ აირჩიეს ეროვნული ასამბლეის ხელმძღვანელად, ისევე როგორც ახალი ნაციონალური პარტიის, „დაგომეის დემოკრატიული პარტიის“ (PDD), გენერალური მდივნის თანაშემწედ.[6] იგი მსახურობდა დაგომეის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტად 1964 წლის იანვრიდან 1965 წლის ნოემბრამდე.

დაგომეის პრეზიდენტი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1965 წლის 29 ნოემბერს გენერალმა კრისტოფ სოგლომ ძალის გამოყენებით ჩამოართვა მანდატი ჟუსტინ აჰომადეგბე-ტომეტინს. მან ძალაუფლება დროებით გადასცა კონასუს, დაგომეის კონსტიტუციის მე-17 და 35-ე მუხლების დებულებების შესაბამისად.[8] კონასუს დაევალა ეროვნული კოალიციის ფორმირება, რათა ბოლო მოეღო რეგიონალიზმისთვის, რომელიც იმ დროს დაგომეის პოლიტიკაში დომინირებდა.[9]

კონასუს მთავრობა შედგებოდა პირადად მისგან და ოთხი ტექნოკრატისგან. მან 4 დეკემბერს დაშალა „დაგომეის დემოკრატიული პარტია“ (PDD) და გაათავისუფლა პოლიტპატიმრები. კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, რეჟიმი ვალდებული იყო არჩევნები 1966 წლის 18 იანვრამდე ჩაეტარებინა.[8]

როდესაც ახალმა პრეზიდენტმა ეს ვერ შეძლო, სოგლომ კონასუ ხელისუფლებას 1965 წლის 22 დეკემბერს ჩამოაშორა.[9]

ემილ დერლინ ზინსუს პრეზიდენტობის დროს, კონასუ იყო 1968 წლის ოქტომბერში დაარსებული სოციალური და ეკონომიკური საბჭოს პრეზიდენტი.[10] კონასუ გარდაიცვალა 1993 წლის 15 ივნისს.[7]