ტაირონ პაუერი
იერსახე
| ტაირონ პაუერი | |
|---|---|
|
| |
| დაბადების თარიღი |
5 მაისი, 1914 ცინცინატი, ოჰაიო, აშშ |
| გარდაცვალების თარიღი |
15 ნოემბერი, 1958 (44 წლის) მადრიდი, ესპანეთი |
| საქმიანობა | მსახიობი |
| აქტიური | 1932-1958 |
ტაირონ პაუერი (ინგლ. Tyrone Power; დ. 5 მაისი, 1914, ცინცინატი, ოჰაიო, აშშ — გ. 15 ნოემბერი, 1958, მადრიდი, ესპანეთი)[1] — ამერიკელი მსახიობი, რომელიც უმთავრესად ცნობილია რომანტიკული როლებით 1930-1950-იანი წლების ჰოლივუდურ ფილმებში.
ის იყო ბრიტანელი თეატრალური მსახიობის – ტაირონ პაუერის (უფროსი) შვილი, პოპულარული ირლანდიელი კომიკოსის ტაირონ პაუერის შვილთაშვილი და იტალიელი მომღერლის – რომინა პაუერის მამა.
მსახიობი 44 წლის ასაკში გარდაიცვალა გულის შეტევით ფილმის – „სოლომონი და საბაელთა დედოფალი“ გადაღების დროს. ბოლო როლი მან შეასრულა ბილი უაილდერის 1957 წლის დეტექტიურ ფილმში „ბრალდების მოწმე“.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ტაირონ პაუერი“ ვიკისაწყობში.- ტაირონ პაუერი — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზა (ინგლისური)
- ოფიციალური საიტი