ტაიმირის ტბა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ტაიმირის ტბა
ტაიმირის ნახევარკუნძული და ტაიმირის ტბა
ტაიმირის ნახევარკუნძული და ტაიმირის ტბა
კოორდინატები: 74°32′ ჩ. გ. 101°38′ ა. გ. / 74.533° ჩ. გ. 101.633° ა. გ. / 74.533; 101.633
მდებარეობა რუსეთის დროშა რუსეთი
ფართობი 4 560 კმ²
მოცულობა 12,8 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 26 
საშუალო სიღრმე 2,8 
ტაიმირის ტბა — რუსეთი
ტაიმირის ტბა

ტაიმირის ტბა (რუს. Таймыр) — ტბა ტაიმირის ნახევარკუნძულზე (რუსეთის კრასნოიარსკის მხარე). მდებარეობს ბირანგის მთებში. სიგრძე 250 კმ, ფართობი — 4560 კმ², საშუალო სიღრმე 2,8 მ, მაქსიმალური 26 მ. ნაპირები შეჭრილ-შემოჭრილი აქვს. ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაპირი ციცაბოა, სამხრეთი — დამრეცი. ფსკერი უმთავრესად სწორია. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით.

აგვისტოში წყლის საშუალო ტემპერატურა 7°C-მდეა, ზამთარში დიდ სიღრმეზე ტემპერატურა 1 °C-ზე მაღალია. გაყინულია სექტემბრის ბოლოდან აგვისტომდე. ერთის მდინარეები: ზაპადნაია, სევერნაია, ბიკადანგუომა, იამუტარიდა, კალამისამო, ზემო ტაიმირა. არის თევზი. ტბის რაიონი განთავსებულია ტუნდრის ზონაში, იქ სადაც განვითარებულია მრავალწლოვანი მზრალობა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]