ტაიმირა

ტაიმირა — მდინარე რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში. სიგრძე დაახლოებით 840 კილომეტრი (სხვა მონაცემებით 638 კილომეტრი), აუზის ფართობი 124 ათასი კმ². სათავე აქვს ბირანგის მთებში. ერთვის კარის ზღვის ტაიმირის უბეს. უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. წყალდიდობა იცის შუა ივნისიდან სექტემბრამდე. წყლის საშუალო ხარჯი 1220 მ³/წმ. იყინება სექტემბრის ბოლოდან ოქტომბრის დასაწყისამდე. ყინულძვრაა მაისის ბოლოდან ივნისამდე. მდინარეს იყენებენ თევზჭერირათვის.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, თბ., 1985. — გვ. 641.