ტაიგეტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაიგეტი
ტაიგეტი
ტაიგეტი
კოორდინატები: 36°57′14″ ჩ. გ. 22°21′08″ ა. გ. / 36.95389° ჩ. გ. 22.35222° ა. გ. / 36.95389; 22.35222
ქვეყანა საბერძნეთის დროშა საბერძნეთი
უმაღლესი წერტილი აიოს-ილიასი
სიმაღლე 2404 
სიგრძე 75 კმ
ტაიგეტი — საბერძნეთი
ტაიგეტი

ტაიგეტი (ბერძ. Ταΰγετος) — ქედი საბერძნეთში, პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილში. სიგრძე დაახლოებით 75 კმ. სიმაღლე 2404 მ-მდე (მთა აიოს-ილიასი). აგებულია მეტწილად კირქვებითა და კრისტალური ფიქლებით. აქვს ციცაბოკალთებიანი დაკბილული მწვერვალები. განვითარებულია კარსტი. ფერდობების ქვედა ნაწილი შემოსილია მაკვისით, უფრო მაღლა — წაბლის, მუხის, სოჭის ტყეები და გასტეპებული მდელოებია. მაღალი მწვერვალების ფერდობები რამდენიმე თვით თოვლით არის დაფარული. ტაიგეტის აღმოსავლეთ მთისძირშია ქალაქ-სახელმწიფო — სპარტა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]