ტადრარტ-აკაკუსი
| ტადრარტ-აკაკუსის კლდის მხატვრობა | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
| |
| სტატუსი | მსოფლიო მემკვიდრეობა |
| ქვეყანა |
{{ქვეყნის მონაცემები |
| მსოფლიო მემკვიდრეობა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii |
| რეგიონი | არაბული ქვეყნები |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1985 (მე-9 სესია) |
| ნომერი | 287 |
| საფრთხის ქვეშ | 2016 |
![]() | |
ტადრარტ-აკაკუსი (არაბ. أكاكوستدرارت) — მთაგრეხილი დასავლეთ ლიბიის ტერიტორიაზე, საჰარის უდაბნოში. მდებარეობს ლიბიის ქალაქი ღათის აღმოსავლეთით და გადაჭიმულია ჩრდილოეთის მიმართულებით, ალჟირის საზღვრიდან დაახლოებით 100 კმ-ში. ტადრარტი ადგილობრივების ენაზე „მთას“ ნიშნავს. ეს ტერიტორია საკმადო მდიდარია პრეისტორიული კლდის მხატვრობით.
ტადრარტ-აკაკუსის მთებს ლანდშაფტის ფართო ცვალებდაობა ახასიათებს, დაწყებული სხვადასხვა ფერის ქვიშაქვის თაღებით, ხეობებით, იზოლირებული კლდეებით და დამთავრებული ღრმა ხეობებით (უადი). მიუხედავად იმისა, რომ ეს ნაწილი ერთ-ერთი ყველაზე მშრალია საჰარაში, მაინც შეინიშნება მცენარეულობა, მაგალითად სამედიცინო Calotropis procera. მთებში ასევე არსებობს რამდენიმე წყარო და ჭა.[1]

არეალი ცნობილია თავის კლდის მხატვრობით და ორნამენტებით, რომელთა მნიშვნელობის გამოც ის 1985 წლიდან შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ნახატები თარიღდება ძვ. წ. 12 000 - ახ. წ. 100 წლებით და ირეკლავე რეგიონის კულტურულ და ბუნებრივ ცვალებადობებს.[2] ნახატებსა და ორნამენტებზე გამოსახულია ცხოველები, მათ შორის ჟირაფები, სპილოები, სირაქლემები და აქლემები, აგრეთვე ადამიანები და ცხენები. კაცები გამოსახულნი არიან სხვადასხვა ყოველდღიური საქმიანობის პროცესში, მაგალითად მუსიკის დაკვრისას ან ცეკვისას.[3][4]
ბოლო დროს, მიწისქვეშ ნავთობსაძიებო სამუშაოებმა კლდის მხატვრობა საფრთხეში ჩააგდო. ნავთობდეპოზიტების ადგილმდებარეობის დასადგენად, მიწისქვეშ გზავნიან სეისმურ ბიძგებს, რაც ტადრარტ-აკაკუსის მთებამდეც აღწევს და უნიკალურ ხელოვნების ნიმუშებს მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.[5]
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 287 ინგლ. • რუს. • ფრ. |

- UNESCO Fact Sheet
- Italian-Libyan Archaeological Mission in the Acacus and Messak დაარქივებული 2006-10-07 საიტზე Wayback Machine.
- Natural Arches of the Akakus Plateau დაარქივებული 2009-11-07 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Kjeilen, Tore (2009) "Acacus Mountains: Total wilderness" დაარქივებული 2010-03-23 საიტზე Wayback Machine. LookLex Ltd.
- ↑ UNESCO Fact Sheet
- ↑ EWP. Jebel Acacus Map and Guide [map], 1st edition, 1:100,000, inset 1:400,000. Tourist and cave art information.. Cartography by EWP. (2006) ISBN 0906227-933. დაარქივებული 2015-04-27 საიტზე Wayback Machine.
- ↑ Acacus Rock Art Photo Gallery. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-06-01. ციტირების თარიღი: 2011-06-29
- ↑ Bohannon, John (February 10, 2005). „In the Valley of Life, Oil is Death to the Art of a Lost Civilization“. The Guardian.
| |||||||
