ტაგანროგის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაგანროგის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
ტაგანროგის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია — რუსეთი
ტაგანროგის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ეკლექტიკა
თარიღდება ???-1851

ტაგანროგის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია (რუს. Никольская церковь) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია.

ეკლესიის მისამართი: რუსეთის ფედერაცია, როსტოვის ოლქი, ქ. ტაგანროგი, მდებარეობდა ჩეხოვის № 49/27-ში მდებარე თანამედროვე სახლის ადგილზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1840 წელს სამთავრობო სენატმა გამოიტანა დადგენილება საბავშვო სახლის დაარსების შესახებ. ქალაქის თავმა, თავადმა ლივენმა, ამ იდეას მხარი დაუჭირა. გადაწყვეტილება მიიღეო იმპერატრიცა ალექსანდრა თევდორეს ასულისაგან და გახდა ბავშვთა სახლის ხელმძღვანელი.

საბავშვო სახლი გაიხსნა 1851 წლის 6 დეკემბერს ვაჭარ სარის სახლში და ეწოდა წმინდა ნიკოლოზის სახელი. ვაჭარმა სარიმ საკუთარი სახლი შესწირა საბავშვო სახლს. ბავშვთა სახლის რწმუნებული იყო თავად ლივენის ცოლი ე. ლივენი, მოგვიანებით კი ე. ლაკიერი. საბავშვოს სახლი მოითვლიდა 40 ბავშვს, რომელთა ასაკიც 4-დან 7 წლამდე იყო. საბავშვო სახლის აშენებაში მონაწილეობა მიიღეს ტაგანროგის იმდროინდელმა ცნობილმა ადამიანებმა: იოანე სებოვმა, ქალაქის თავმა კობილინმა, ვარვაციმ, ავერინომ, ხალიბოვმა და სხვა.

ვაჭარ სარის საცხოვრებელი სახლი ერთსართულიანი იყო, გაფორმებული სვეტებით. მოგვიანებით ვაჭარმა ვ. ტრეტიაკოვმა პოლიციის ქუჩის (ამჟამად ჩეხოვის 37) მხრიდან მიაშენა კარის ეკლესიის ახალი შენობა. საბავშვო სახლთან აგებული ეკლესია იყო წმინდა ნიკოლოზის სახელზე ნაკურთხი[1]. ეკლესია მდებარეობდა ჩეხოვისა ქუჩისა და დობროლიუბოვის შესახვევის კუთხეში.

საბჭოთა ხელისუფლების პერიოდში ეკლესია დახურეს საბავშვო სახლი გადააკეთეს საცხოვრებელ სახლად.

ტაგანროგის გერმანული ოკუპაციის პერიოდში ბავშვთა სახლში მოხდა გახმაურებული ლეპეტიხის ტრაგედია, როდესაც ბავშვებს იყენებდნენ დონორებად დაჭრილი გერმანელი ჯარისკაცებისათვის, რომლებსაც ბევრი სისხლი ჰქონდათ დაკარგული.

1950-იან წლებში ბავშვთა სახლი დაანგრიეს და მის ფუნდამენტზე ააშენეს ოთხსართულიანი სახლი მაღაზიით. შენობაში მოსახლეობა შეასახლეს 1956 წელს. ამჟამად აღნიშნული სახლის ბინები განეკუთვნება ელიტური საცხოვრებლის რიგებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Гаврюшкин О. П., "Никольская церковь домовая," Энциклопедия Таганрога, Таганрог: "Антон," 1998, 370.
  • Киричек М. С., "Николаевский детский приют," Энциклопедия Таганрога, Таганрог: "Антон," 1998, 367, 369.
  • Газета «Радиосигнал» № 16 от 27 октября 2011 г.
  • Чаленко С. Детство, которое хотели принести в жертву // Таганрогская правда. — 2014. — 14 февр. — С. 2.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. «Профессорский» дом. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-01. ციტირების თარიღი: 2017-10-28.