ტაგანროგის ყურე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტაგანროგის ყურე — უდიდესი ყურე აზოვის ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ზღვიდან გამოყოფილია ცელებით. სიგრძე დაახლოებით 140 კმ, სიგანე შესასვლელთან 31 კმ, საშუალო სიღრმე 5 მ. ნაპირები უმავრესად მაღალია, ზოგან ფლატოვანი, ბევრია ქვიშიანი ცელა. ყურეში მდებარეობს ქვიშის კუნძულები. ყურეში ჩადის მდინარეები დონი, კალმიუსი, მიუსი, ეა. იყინება დეკემბერში, ყინულძვრაა მარტში. დიდი ნავსადგურებია მარიუპოლი და ტაგანროგი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]