შინაარსზე გადასვლა

ტაგანროგის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაგანროგის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო
Map
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური წევრობა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი ვლადიმირ ელიტენკო
თარიღდება 2011-2012
ტაგანროგის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო ვიკისაწყობში

ტაგანროგის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სამლოცველო (რუს. Церковь Константина и Елены) — მართლმადიდებლური სამლოცველო ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს ტაგანროგის აჯანყების მოედანზე, ძველი რკინიგზის სადგურის შენობის წინ. აგებულია 2012 წელს.

ტაგანროგის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე, ვაგზლის მხარეს, 1908 წელს რკინიგზელების ფინანსებით ააგეს რკინიგზის სადგურის სამლოცველო მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მეფისწულ ალექსეი ნიკოლოზის ძე რომანოვის დაბადების დღის აღსანიშნავად[1]. ეს სამლოცველო დაანგრიეს 1920 წელს[1].

ახალი სამლოცველოს აგება გადაწყვიტეს ვაგზლის მოედნის წინ, რესტორან „დღე და ღამესა“ და ორთქმავლის ძეგლს შორის[2]. სამლოცველო აკურთხეს ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელზე, რომლის ხსენების დღეც, 4 ნოემბერი, გახდა სახალხო ერთობის დღე[3].

ტაგანროგის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამლოცველო ააგეს ტაგანროგის ოლქის სამღვდელო პირის ალექსი ლისიკოვის ინიციატივით და კომპანია „ლემაკსის“ პრეზიდენტის ლეონიდ მატუსევიჩის მხარდაჭერით[4].

სამლოცველოს სიმბოლური საძირკვლის ჩაყრის ცერემონიალი გაიმართა 2011 წლის 24 მაისს[5]. ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო ქალაქის მერმა ნიკოლაი ფედიანინმა[5].

2012 წელს საზეიმო ვითარებაში დაადგეს გუმბათი[6].

ტაგანროგის ყაზანის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამლოცველო ააგეს ტაგანროგელი დიზაინერის ვლადიმირ ელიტენკოს პროექტის მიხედვით[4]. კანკელი დაამზადეს პალეხელმა ხელოსნებმა[4].

სამლოცველოს ჩრდილოეთი და სამხრეთი კედლები ბარელიეფებითაა გაფორმებული. ეკლესიის მხატვრობა შეასრულა ტაგანროგელმა მხატვარმა ნატალია კრასნოვსკაიამ, ვიტრაჟები გააფორმა როსტოველმა სპეციალისტმა მიხაილ აბრამენკომ[4][3].

სამლოცველო აკურთხეს 2012 წლის 19 ნოემბერს, პავლე ტაგანროგელის დაბადებიდან 220-ე წლისთავზე[7][8]. ეკლესია აკურთხა მიტროპოლიტმა მერკურიმ[9], მან ლეონიდ მატუსევიჩის გადასცა პავლე ტაგანროგელის I ხარისხის ორდენი, ხოლო თავად კომპანია „ლემაკსი“ დააჯილდოვა მთავარეპისკოპოსის სიგელით[9].

  1. 1.0 1.1 Киричек М. С. Святые купола Таганрога. — Таганрог: ИП Стадников, 2008. — С. 83-84. — ISBN 978-5-9901455-1-1.
  2. Собств. корр. В Таганроге освятили новую часовню // news.rambler.ru. — 2012. — 20 ноября.
  3. 3.0 3.1 Собств. корр. Скульптор Владимир Дмитриев украсил часовню Казанской иконы Божией Матери დაარქივებული 2013-12-28 საიტზე Wayback Machine. // taganrogtv.ru. — 2013. — 30 мая.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Собств. инф. Завершены работы по благоукрашению часовни на площади Восстания დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine. // www.pravtaganrog.ru. — 2013. — 21 мая.
  5. 5.0 5.1 Фридман А. Мэр города воздвигает крест // Танго с фикусом. — 2011. — 24 мая.
  6. Фридман А. На почти достроенный храм водрузили купол // Танго с фикусом. — 2012. — 21 июля.
  7. Собств. корр. Митрополит Меркурий освятил часовню в Таганроге დაარქივებული 2013-06-23 საიტზე Wayback Machine. // www.tagancity.ru. — 2012. — 19 ноября.
  8. Чаленко С. Таганрожцы выбирают духовность // Таганрогская правда. — 2012. — 23 ноября.
  9. 9.0 9.1 Марев А. В Таганроге освятили новую часовню დაარქივებული 2017-12-01 საიტზე Wayback Machine. // donnews.ru. — 2012. — 20 ноября.