ტაგანროგის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაგანროგის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
Assumption Cathedral.jpg
ტაგანროგის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°12′33″ ჩ. გ. 38°56′08″ ა. გ. / 47.20917° ჩ. გ. 38.93556° ა. გ. / 47.20917; 38.93556
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) აბრაამ მელნიკოვი
თარიღდება 1790

ტაგანროგის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი (რუს. Успенский собор) — მართლმადიდებლური ტაძარი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ტაძარი არსებობდა 1790 წლიდან 1938 წლამდე და იყო ქალაქის მთავარი, საკათედრო ტაძარი[1].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1770-1780-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ტაგანროგმა დაიწყო ციხესიმაგრის გარეთ განვითარება, ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო მთავარი მოედნის შექმნა[2]. 1782 წელს ამ საქმისთვის გამოყვეს მიწის ნაკვეთი ციხესიმაგრიდან მარჯვენა მხარეს. თანამედროვე ორიენტირებით მოედანი მდებარებდა პეტროვის ქუჩიდან ალექსანდროვის ქუჩამდე, ნეკრასოვისა და უკრაინის შესახვევების ფარგლებში[2].

ადგილის გამოყოფი შემდეგ დაიწყო საკათედრო ტაძრის მშენებლობაზე ფიქრიც. ამ პერიოდში ქალაქში მოქმედებდა ორი ეკლესია წმინდა მიქაელის (ყოფილი სამების) და ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესიები, რომელიც ააშენა რუსეთის იმპერიის საზღვაო დეპარტამენტმა 1778 წელს[2].

ახალი ეკლესიის მშენებლობაზე აქტიურად ზრუნავდნენ ციხესიმაგრის კომენდანტი ივან კასპეროვი, ქალაქის თავი ა. ტიხონოვი, ქალაქის მამასახლისი ი. სარიჩევი და რატმანები ვ. სელეზნიოვი და ფ. ესაულენკო.

მიძნების ტაძარი სხვა ტაძრებისაგან განსხვავდებოდა. ტაძრის მთლიანი სივრცე თავმოყრილი იყო ერთი დიდი გუმბათის ქვეშ, ხოლო სამრეკლო იდგა ცალკე მოშორებით. მოგვიანებით ტაძარი და სამრეკლო დააკავშირეს სვეტოვანი გასასვლელით. სამრეკლოზე დამონტაჟეს საათი, რომელიც საათში ერთხელ რეკდა. ტაძრის შიგნით იყო მდიდრული ფესკები, ხატები და საეკლესიო ჭურჭელი.

იგი ტაგანროგის არა მარტო მთავარი რელიგიური ნაგებობა იყო, არამედ ქალაქის ისტორიის მთავარი ობიექტიც. 1825 წელს ჯერ კიდევ დაუსრულებელ ტაძარში იმყოფებოდა იმპერატორი ალექსანდრე I მეუღლესთან ელისაბედ ალექსის ასულთან ერთად. მომდევნო წლებში მას სტუმრობდნენ რომანოვების დინასტიის სხვადასხვა წარმომადგენლები. 1854 წელს ტაძარში ჯვარი დაიწერეს ანტონ ჩეხოვის მშობლებმა, აქვე 1860 წელს მოინათლა თავად ანტონ ჩეხოვი. სამშობლოში ვიზიტის დროს მწერალი არაერთხელ სწვევია ტაძარს.

ტაძრის განადგურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1912 წელს ტაძრის გუმბათზე ახალი ჯვრის დაყენების დროს, ჯვარი მოულოდნელად მოწყდა ბლოკიდან და ძირს დაეცა. მორწმუნეებმა ეს ცუდ ნიშნად მიიღეს. მალევე დაიწყო პირველი მსოფლიო ომი, შემდეგ სახელმწიფო გადატრიალება. 10 წლის შემდეგ კი დაიწყო ტაძრის მთლიანად განადგურება.

1922 წელს დაიწყო პირდაპირი რეპრესიები: ეკლესიას ჩამოართვეს კანკელის სამეფო კარი, ვერცხლის კიდობანი, 73 ხატი, ძვირფასი ქვები, ოქროსა და ვერცხლის ნივთები. საეკლესიო ფასეულობების ჩამორთმევა მიმდინარეობდა თავხედურად. პავლე ფილიპევსკის თანახმად ლიკვიდაციის კომიტეტი არად აგდებდა მორწმუნეების ნებას, საკურთხეველში შედიოდნენ ქუდებით, იარაღით, ხსნიდნენ ხატებს და თელავდნენ ფეხქვეშ. ადგილობრივმა მრევლმა ეკლესიაში გატაცებული ნივთების მაგივრად სახლიდან მოიტანა საჭირო ვერცხლის ნივთები. სახლიდან მოიტანეს ასევე თავიანთი ხატები და ეკლესიაში კვლავ მიმდინარეობდა ღვთისმსახურება. ამ პერიოდში წინამძღვარი იყო ემელიან გრანოვსკი.

1931 წლის 28 ოქტომბრის საქალაქო საბჭოს დადგენიილებით „მოქალაქეთა მოთხოვნის საფუძველზე“ აიკრძალა სამრეკლოს ზარების დარეკვა[3]. 1934წელს დაასრულეს სამრეკლოს დანგრევა. 1936 წელს ტაძარს მოხსნეს მეტალის სახურავი[3]. მოგვიანებით ეკლესია ხორბლის შესანახ საწყობად გადააკეთეს, ხოლო 1938 წელს ტაძარი დაანგრიეს[3].

ეკლესიის ადგილზე ააშენეს საზოგადოებრივი ტუალეტი[2].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Гаврюшкин О.П. Успенский собор // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 747. — ISBN 978-5-88040-064-5.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Киричек М. С. По ладоням твоих площадей. — Таганрог: Лукоморье, 2007. — 166 с. — ISBN 978-5-902450-13-9.
  3. 3.0 3.1 3.2 Гаврюшкин О.П. Отблески золотых куполов: История таганрогских церквей и захоронений христианского кладбища. — Таганрог: 1999. — С. 27. — ISBN 5-87612-016-2.