ტაგანროგის სინაგოგა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაგანროგის სინაგოგა
Таганрогская синагога
კოორდინატები 47°12′22″N 38°55′44″E / 47.20617° ჩ. გ. 38.928801° ა. გ. / 47.20617; 38.928801
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
დაწყების თარიღი 1859-1876
მდგომარეობა დანგრეული

ტაგანროგის სინაგოგა (რუს. Таганрогская синагога) — იუდაიზმის მიმდევარი ტაგანროგელების სამლოცველო სახლი. მდებარეობდა დეპალდოვის შესახვევში (ამჟამად ტურგენევის შესახვევი № 46, როზა ლუქსემბურგის ქუჩის კუთხეში)[1]. შენობა დღევანდელ დღემე არ შემონახულა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სინაგოგა ააშენეს 18591876 წლებში, ტაგანროგელი არქიტექტორის მიხეილ პეტროვის პროექტის მიხედვით[1].

1857 წლის 15 მარტს არქიტექტორმა პეტროვმა სამშენებლო კომიტეტს ანგარიში გაუგზავნა: ამა წლის 29 იანვრის სამშენებლო კომიტეტის მიერ მოწერილი ნომერ 81 წერილის პასუხად ვაგზავნი პროექტს და ხარჯთაღრიცხვას ტაგანროგში ებრაული სინაგოგის მშენებლობის შესახებ“[2]. სინაგოგის მშენებლობაზე პასუხი მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროდან, 1859 წლის თებერვალში მშენებლებმა საძირკველი ჩაუყარეს ქვის სინაგოგის მშენებლობას[2]. გადაწყვიტეს გამოეყენებინათ მომლოცველთაგან შემოწირული სახსრები. ამ პერიოდში ცხოვრობდა 748 ებრაელი, რომელთაგან 380 მამაკაცი და 368 ქალი იყო[2].

ტაგანროგის სინაგოგის მამასახლისი 1912 წლიდან 1917 წლამდე იყო გერშ ფელდმანი, მომავალი მსახიობი ქალის ფაინა რანევსკაიას მამა[3].

1911 წლის სექტემბერში სინაგოგის მრევლის სხდომაზე განიხილავდნენ სინაგოგაში ფისგარმონის დადგმის შესახებ[2]. ამას ეწინააღმდეგებოდნენ ბრავერმანი, გორდონი, იდელსონი. მომხრეები იყვნენ იოფისი, ფელდმანი და სხვები. ამსწრე საზოგადოების 3/4-მა მხარი დაუჭირა მუსიკალური ინსტრუმენტის დადგმას. ორღანი თავისი ფინანსებით შეიძინა ვაჭარმა გერშ ფელდმანმა[2]. მანვე შესთავაზა თემს, რომ გაძლიერებულიყო ქოროში ქალთა ხმა. სინაგოგის ქოროში გოგონების მონაწილეობა იყო ახალშემოღებული წესი არა მარტო ტაგანროგისათვის, არამედ მთელი რუსეთისათვის, რადგან ღვთისმსახუების დროს ქალთა ხმა გამოიყენებოდა მხოლოდ საზღვარგარეთის სინაგოგებში[2].

1923 წლის 26 აპრილს საოლქო აღმასკომმა სინაგოგის შენობის ნაციონალიზაცია მოახდინა და მასში გახსნა „ეროვნული უმცირესობების ინტერნაციონალური კლუბი“[1].

1980-იანი წლების ბოლოს სინაგოგის ადგილზე ააგეს ცხრასართულიანი შენობა ტაგანროგის საავიაციო ტექნიკუმის სტუდენტური საერთო საცხოვრებლისათვის[4]. ნაგებობა ჯერ კიდევ მშენებლობის დასრულებამდე დაიბზარა, ამიტომ ესპლუატაციაში ვერ შევიდა 2005 წლამდე და გადავიდა ტაგანროგის სახელმწიფო რადიოტექნიკური უნივერსიტეტის ბალანსზე[4]. უნივერსიტეტმა მხოლოდ 2007 წელს გახსნა შენობა სტუდენტების საცხოვრებლად[4].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Гонтмахер М. А. Евреи на Донской земле დაარქივებული 2021-03-01 საიტზე Wayback Machine. . — Ростов н/Д: Ростиздат, 2007. — С. 60.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 Гаврюшкин О. П. Отблески золотых куполов. История таганрогских церквей и захоронений христианского кладбища. — Таганрог: 1999. — С. 85-90. — ISBN 5-87612-016-2.
  3. Артюшкина Т. А. Фельдман Герша Хаимович // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 755. — ISBN 978-5-88040-064-5.
  4. 4.0 4.1 4.2 Собств. корр. Студгородок ТТИ пополнился еще одним общежитием დაარქივებული 2013-10-12 საიტზე Wayback Machine. // www.tagancity.ru. — 2007. — 13 февр.