ტაგანროგის სახაზინო სახლი
| ტაგანროგის სახაზინო სახლი | |
|---|---|
|
| |
| სტატუსი | regional cultural heritage site in Russia |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა | ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი |
| დასრულება | 1830-იანი წლები |
| ტიპი | ნეოკლასიციზმი |
![]() | |
ტაგანროგის სახაზინო სახლი (რუს. Дом таганрогского казначейства) — უძველესი ორსართულიანი სახლი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. სახლი აგებულია XIX საუკუნის 30-იან წლებში. ტაგანროგის სახაზინო სახლი საოლქო საბჭოს 1992 წლის 18 ნოემბრის № 301 დადგენილების მიხედვით, რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
მისამართი: ტაგანროგი, ბერძნების ქუჩა № 86.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბერძნების ქუჩაზე მდებარე ორსართულიანი აგურის სახლი აგებულია 1830-იან წლებში. 1871 წელს ეს შენობა ეკუთვნოდა აზოვ-დონის კომერციულ ბანკს. სახლის პირველი მფლობელი იყო იტალიური წარმოშობის მუსიკოსი რუოკო, რომლის სახლშიც ხშირად ცხოვრობდნენ გასტროლებზე მყოფი მუსიკოსები და მსახიობები.
1873-1875 წლებში სახლის მფლობელი იყო პოლკოვნიკი ალექსანდრე რემი. 1880-იან წლებში სახლი გადადის მემკვიდრეობითი საპატიო მოქალაქის დიმიტრი კანდოიანაკი, ივან კანდოიანაკანის შთამომავალი, რომელმაც 1811 წელს იმპერატორ ალექსანდრე I-ის ბრძანებით ტაგანროგის გარეუბანში მიიღო 110 დესეტინა მიწა.
1880-იანი წლების ბოლოდან სახლის მფლობელია იაკობ პოლიაკოვი, მეცენატი და ქველმოქმედი. 1910-იან წლებში შენობაში განთავსდა სახელმწიფო შემნახველი სალარო, რომლის მმართველიც ევგენი პროკოფიევი ოჯახთან ერთად ცხოვრობდა ამავე სახლში.
1898-1915 წლებში სახლში განთავსებული იყო საოლქო ხაზინა. ამჟამად ტაგანროგის სახაზინო სახლი საცხოვრებელია. ეზოს მინაშენში განთავსებულია ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიურო.
არქიტექტურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტაგანროგის ორსართულიანი სახაზინო სახლი აგებულია ნეოკლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. მეორე სართულის ფასადი გაფორმებულია პილასტრებით. ფანჯრები გაფორმებულია კარნიზებით. შენობის კუტხეები რუსტირებულია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Энциклопедия Таганрога. — Ростов-н/Д: Ростиздат, 2003. — 512 с. — ISBN 5-7509-0662-0
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Таганрог ул. Греческая, 86 დაარქივებული 2014-03-25 საიტზე Wayback Machine.
