ტაგანროგის სამების ტაძარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაგანროგის სამების ტაძარი
ტაგანროგის სამების ტაძარი (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 2004

ტაგანროგის სამების ტაძარი (რუს. Троицкий храм) — მართლმადიდებლური ეკლესია ქალაქ ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას. ეკლესია აგებულია 2004 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის 20 ივლისს გაზეთ „Таганрогская правда“-ში გამოქვეყნდა ტაგანროგის სახელმწიფო რადიოტექნიკური უნივერიტეტის პროფესორ ვლადიმირ ტიმოშენკოს, ტაგანროგის სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის კ. ხორუჟენკოს, ჟურნალისყ ი. ლატკას, რუსეთის დამსახურებული მსახიობის ი. გრიცენკოს და ინტელიგენციის სხვა წარმომადგენლების მიმართვა ტაგანროგის მერის სერგეი შილოსადმი და საეკლესიო ხელისუფლებისადმი. მიმართვაში ყურადღებას ამახვილებდნენ იმაზე, რომ რუსეთში იმატა ისეთმა დანაშაულმა, როგორიცაა ნარკომანია, პროსტიტუცია, სექტანტიზმი და სხვა. მიმართვა დასრულდა თხოვნით მიკრრაიონ „Русское поле“-ში დაეარსებინათ მართლმადიდებელთა სამრევლო საზოგადოება.

იდეას აქტიურდ დაუჭირა მხარი რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ. ეკელსიამ მხარი დაუჭირა არა მარტო ეკლესიის მშენებლობას, არამედ სურდა იგი გამხდარიყო „Русское поле“-ს მოსახლეობის სულიერი რეაბილიტაციის ცენტრი. ამ იდეის განხორციელება თავის თავზე აიღო მღვდელმა ტიმოთე ფეტისოვმა. ტაგანროგში არსებული სამების ძველი ეკლესიის პატივსაცემად გადაწყვიტეს ახალი ეკელსიაც სამების სახელზე ეკურთხებინათ. 2001 წელს დაარსდა ეკლესიის მზრუნველთა საბჭო. საბჭოს ყველაზე აქტიური წევრები გახდნენ ტაგანროგის სახელმწიფო რადიოტექნიკური უნივერიტეტის პროფესორი ვლადიმირ ტიმოშენკო და ჟურნალისტთა კავშირის წევრი იულია ლატკა.

2003 წლის 8 ივნისს საძირკველი ჩაუყარეს და აკურთხეს სამების ეკლესიის მშენებლობის ადგილი. 2004 წლის 25 მაისს დააყენეს კანკელი. 2004 წლის 3 ივლისს მოხდა ეკლესიის კურთხევა. მეორე დღეს კი აღევლინა პირველი საღვთო ლიტურგია.

ეკლესიის წინამძღვარია ტიმოთე ფეტისოვი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]