ტაგანროგის რკინიგზის სადგურის სამლოცველო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ტაგანროგის რკინიგზის სადგურის სამლოცველო
Taganrog Vokzal Chasovnya.jpg
ტაგანროგის რკინიგზის სადგურის სამლოცველო — რუსეთი
ტაგანროგის რკინიგზის სადგურის სამლოცველო
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) უცნობია
თარიღდება 1904-1908

ტაგანროგის რკინიგზის სადგურის სამლოცველო (რუს. Вокзальная часовня) — ყოფილი მართლმადიდებლური სამლოცველო ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობდა ტაგანროგის ძველი რკინიგზის სადგურის შენობის წინ. აგებულია 1908 წელს. დაანგრიეს 1920-იან წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამლოცველოს საფუძვლის ჩაყრა, რომელიც სადგურ ტაგანროგის წინ მდებარებდა და რომელიც აშენდა შემოწირული თანხებით, გაიმართა 1904 წლის 5 ოქტომბერს[1].

სამლოცველო ააგეს მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მეფისწულ ალექსეი ნიკოლოზის ძე რომანოვის დაბადების დღის აღსანიშნავად[2].

კურთხევა მოახდინა ტაგანროგის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა[3], სწორედ ამ ეკლესიას მიეწერებოდა ახლად აგებული სამლოცველო[2]. ფუნდამენტში ჩააყოლეს პერგამენტი, რომელიც ჩადებული იყო თუთიის მილში[1]. წერილის ტექსტი ასე იკითხებოდა:

ვიკიციტატა
„სადგური ტაგანროგი, ეკატერინინის რკინიგზის სადგური. ამ სამლოცველოს მშენებლობა დაიწყო 1904 წლის 5 ოქტომბრს მისი საიმპერატორო უდიდებულესობის მეფისწულ ალექსეი ნიკოლოზის ძე რომანოვის დაბადების დღისა და ნიკოლოზ მეორის მეფობის აღსანიშნავად. გზების მინისტრის თავად ხიკოვის, დონის ატამანის გენერალ-ადიუტანტ მაქსიმოვიჩის დახმარებითა და ეკატერინოსლავის ეპარქიის მღვდელ სიმეონის ლოცვა-კურთხევით; ეკატერინინის რკინიგზის სადგურის უფროსი შმიდტი. გზების უფროსის ს. ვალუევის თანდასწრებით, რომელიც მსახურობს სადგურ ტაგანროგში[3].“

სამლოცველოს საფუძვლის ჩაყრის შემდეგ პირველი კლასის დარბაზში გაიმართა სადილი სამთავრობო პირებისათვის და მრავალრიცხოვანი მოწვეული სტუმრებისათვის[1]. პირველი სადღეგრძელო ითქვა უფლისწულ ალექსეის სახელზე[1].

სამლოცველოს კურთხევა შედგა 1908 წლის 22 ოქტომბერს[3]. კურთხევა მოახდინა ტაგანროგის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიის მღვდელმა[3].

სამლოცველოში დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა პოჩაევის ღვთისმშობლის ხატი[2], რომელიც ტაგანროგის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიის აშენების შემდეგ იქ გადააბრძანეს[3].

1923 წელს, ხელისუფლების ზეწოლით, რკინიგზელების კრებამ გამოიტანა დადგენილება, რომ სამლოცველო გაუქმებულიყო. სამლოცველო დახურეს და დაიტაცეს იქ არსებული ფასეულობები[2]. სამლოცველო საბოლოოდ დაანგრიეს 1920-იან წლებში[1].

ავტორობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამლოცველოს პროექტის ავტორობა დღემდე არაა დადგენილი[3][2], ზუსტად ცნობილია, რომ, 1887 წელს მოსკოველი არქიტექტორი ფიოდორ შეხტელი[4], მუშაობდა პროექტზე, რომელშიც ეკლესიის მამასახლისი გახდა მ. ჩეხოვი, ანტონ ჩეხოვის ბიძა. თავად ა. ჩეხოვმა მიიღო აქტიური მონაწილეობა მრევლსა და არქიტექტორს შორის მოლაპარაკებებში. ეს პროექტი იყო ახალგაზრდა არქიტექტორის პირველი საეკლესიო ნამუშევარი[5].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Гаврюшкин О. П. Вокзальная часовня // Таганрог. Энциклопедия. — Таганрог: Антон, 2008. — С. 261. — ISBN 978-5-88040-064-5.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 Киричек М. С. Святые купола Таганрога. — Таганрог: ИП Стадников, 2008. — С. 83-84. — ISBN 978-5-9901455-1-1.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 3.5 Гаврюшкин О. П. Отблески золотых куполов. История таганрогских церквей и захоронений христианского кладбища. — Таганрог: 1999. — С. 118—119. — ISBN 5-87612-016-2.
  4. Письмо А. П. Чехова Ф. О. Шехтелю от 11.04.1887 დაარქივებული 28.05.2017, საიტზე Wayback Machine. // Чехов А. П. Полное собрание сочинений и писем. — М.: Наука, 1974—1983. — Т. XIII. — С. 316—317.
  5. Лебедева Е. Преображавший мир красотой // www.pravoslavie.ru. — 2009. — 18 сент.