ტაგანროგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაგანროგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია
Свято-Никольский храм (Таганрог).jpg
ტაგანროგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუსეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 47°12′06″ ჩ. გ. 38°56′26″ ა. გ. / 47.20167° ჩ. გ. 38.94056° ა. გ. / 47.20167; 38.94056
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101230004
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება 1777-1778

ტაგანროგის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის ეკლესია (რუს. Церковь Николая Чудотворца) — მართლმადიდებლური ტაძარი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1777 წელს აზოვის ფლოტის მხედართმთავარმა და ტაგანროგის პორტის კონტრ-ადმირალმა თეოდორ კლოკაცევმა განცხადებით მიმართა მთავარეპისკოპოს ევგენის, რომ სურდა ტაგანროგის „საზღვაო კვარტალში“ ტაძრის აგება ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე.

1778 წელს ტაძარი უკვე აკურთხეს, მალევე იგი გახდა საკათედრო ტაძარი, სანამ ააგებდნენ მიძინების ტაძარს. ეკლესიის პირველ წინამძღვრად დანიშნეს მღვდელი ვორონეჟის ეპარქიიდან ისიდორ ლიახნიცკი. ტაძარი ააგეს მეზღვაურებმა და მისი მრევლიც ძირითადად მეთევზეები იყვნენ.

1844 წელს ააშენეს ხის სამრეკლო. 1865 წელს ეკლესიის მამასახლისმა განცხადებით მიმართა ქალაქის მმართველობას უსასყიდლოდ გამოეყო მიწის ნაკვეთი სახლის ასაშენებლად, სადაც განთავსდებოდა სკოლა და სასულიერო პირების ოთახები.

1845 წელს ეკლესიას მიაშენეს სამიარუსიანი აგურის სამრეკლო წმინდა დიდმოწამე პარასკევას სახელზე, რომელსაც მოგვიანებით მიაშენეს სატრაპეზო. სამრეკლოც და სატრაპეზოც აგებულია ამპირის სტილში.

ყირიმის ომის დროს 1855 წლის 22 მაისს ქალაქი ტაგანროგი დაიბომბა, რისი მტკიცებულებაც დარჩა ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე.

მეორე მსოფლიო ომის დროს ეკლესიის ხის ნაწილი მთლიანად დაიწვა. 1957 წელს სამრეკლოს ზედა იარუსი ააფეთქეს. 1990 წელს აღდგა სახელმწიფოს ფინანსებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]