ტაგანროგის კულტურისა და დასვენების პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პარკის შესასვლელი

ტაგანროგის კულტურისა და დასვენების პარკი (რუს. Парк культуры и отдыха) — ქალაქის პარკი ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. მდებარეობს პეტროვის ქუჩაზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1806 წლის 2 აპრილს, ტაგანროგის ხელმძღვანელმა ბარონ ბალთაზარ კამპენჰაუზენს ნება დართო ქალაქში გაეშენებინა პარკი[1]. 1806 წლის 30 ივნისს ინჟინერმა შარჟინმა წარმოადგინა პარკის გეგმა, რომლის ნაწილში განთავსებული უნდა ყოფილიყო სამკურნალო მცენარეები, ხოლო ნაწილში ხილი და დეკორატიული მცენარეები. გაზაფხულზე და შემოდგომაზე მიმდინარეობდა მიწის სამუშაოები, რომლისთვისაც იყენებდნენ ციხის პატიმრებს. დაიგეგმა პლანტაცია, რამდენიმე ხეივანი და ბილიკები, გათხარეს ჭაბურღილები, ააშენეს შენობა დარაჯებისთვის და ინსტრუმენტების შესანახად, ჩატარდა პირველი გამწვანების ეტაპი[1].

1909 წელს ბაღში ყველა ხე გადაჭრეს და ახალი ხეები დარგეს. 1934 წელს ბაღი პარკად გადააკეთეს და მიანიჭეს მაქსიმ გორკის სახელი. ამის შემდეგ პარკს რამდენჯერმე მიენიჭა კულტურისა და დასვენების საუკეთესო პარკის წოდება.

2008 წელს მოახდინეს პარკის რეაბილიტაცია[2].

2012 წლის ოქტომბერში პარკში გასტროლებით იყო ვორონეჟის ოკენარიუმის მოძრავი დელფინარიუმი[3].

ჭადრაკის პავილიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პირველად პარკში ჭადრაკისა და შაშის პავილიონმა მუშაობა დაიწყო 1928 წლის მაისში ერთსართულიან სამკითხველო პავილიონში, რომელიც ააგეს 1927 წელს[4]. 1992 წელს პავილიონი გადააკეთეს და გადაეცა კაფეს. 2012 წლის 4 აგვისტოს მოახდინეს პავილიონის რეკონსტრუქცია და საზეიმოდ, მეორედ გაიხსნა ჭადრაკის პავილიონი[4]. მისი გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდა რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი და როსტოვის ოლქის გუბერნატორი ვასილი გოლუბევი[4]. გახსნის ცერემონიაზე გუბერნატორი გამოვიდა წინადადებით, ამავე პავილიონში მოეწყოთ საჭადრაკო ტურნირი გუბერნატორის თასზე[4].

ჭადრაკის პავილიონში გარდა ჭადრაკის ტურნირებისა იმართება სამხატვრო და ფოტო გამოფენები[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Энциклопедия Таганрога, 2-е изд., Таганрог, 2003
  • История города Таганрога, П. П. Филевский, Москва, 1898
  • Чеховские места в Таганроге. Путеводитель. Таганрог, 2004

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Киричек М.С. Два века таганрогского парка. — Таганрог: Лукоморье, 2006. — 128 с.
  2. Яснова К. Завари потихоньку калитку... // Таганрогская правда. — 2014. — 11 июля. — С. 3.
  3. 3.0 3.1 Вовк Е. Новая жизнь старого парка // Таганрогская правда. — 2012. — 26 окт.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Булейко А. История таганрогских шахмат продолжается... // Таганрогская правда. — 2012. — 10 авг.