ტაგანროგის კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაგანროგის კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია
ტაგანროგის კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია — რუსეთი
ტაგანროგის კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
ადგილმდებარეობა ტაგანროგი
ფუნქციური სტატუსი დანგრეული
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1782

ტაგანროგის კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია (რუს. Церковь Константина и Елены) — ყოფილი მართლმადიდებლური ეკლესია ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. აგებული იყო გვიანი კლასიციზმის სტილში. ეკლესია არსებობდა 1782 წლიდან 1938 წლამდე და დანგრევის შემდეგ მის ადგილზე ააშენეს ხუთსართულიანი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი (ბერძნების ქუჩა № 54).

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში ტაგანროგში მასიურად განსახლდნენ ბერძნები. ამასთან დაკავშირებით აუცილებელი გახდა მათი სასულიერო საკულტო ნაგებობის აშენება. ვინაიდან ბერძნების უდიდესმა ნაწილმა არ იცოდა რუსული ენა, მათი თხოვნით კონსტანტინოპოლიდან ქალაქში გაიგზავნა ბერძენი სასულიერო მოღვაწე, რომელსაც ნება დართეს ღვთისმსახურება ბერძნულ ენაზე აღევლინა ტაგანროგის მიქაელ მთავარანგელოზის ეკლესიაში. ტაგანროგში მთავარეპისკოპოს ევგენის ვიზიტის დროს ბერძნების თხოვნით მან ახალ წინამძღვრად დანიშნა ეპიფანე და ურჩია აეშენებინათ საკუთარი ეკლესია. ბერძნულმა თემმა შეისმინა რჩევა და 1780 წელს ითხოვეს ახალი ეკლესიის მშენებლობა, რომელიც იქნებოდა მოციქულთასწორ კონსტანტინესა და დედამისის, მოციქულთასწორი ელენეს სახელზე აგებული. რაც მთავარია ეკლესიაში წირვა-ლოცვა ბერძნულ ენაზე აღევლინებოდა. 1781 წელ დაიწყეს კიდეც ხის ეკლესის მშენებლობა, რომელიც მეორე წელს დასრულდა.

1782 წლის 13 მარტს ეკლესია აკურთხა ტაგანროგში მაცხოვრებელმა ეპისკოპოსმა ნეოფიტემ.

1855 წელს ყირიმის ომის პერიოდში, ტაგანროგზე ინგლისელთა ესკადრის შეტევის მიტანისას ეკლესია უმნიშვნელოდ დაზარალდა[1][2].

ეკლესიის მსახურები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაგანროგის კონსტანტინესა და ელენეს ეკლესია. XIX ს.

ტაგანროგის კონსტანტინესა და ელენეს ეკლესიის მღვდელთმსახურები იყვნენ ბერძნული წარმოშობის ტაგანროგელები. ტაგანროგში დიდი ხნის ცხოვრების შედეგად ისინი კარგად საუბრობდნენ რუსულად და ღვთისმსახურება თანდათანობით ორ ენაზე გადაიყვანეს. რუსულად ქადაგება განსაკუთრებით გამოსადეგი გახდა მას შემდეგ რაც XX საუკუნის 30-იან წლებში დახურეს რუსული ეკლესიები და ბერძნულ ეკლესიაში რუსი მრევლის რიცხვმა იმატა[3].

ნიკოლოზ კონსტანტინეს ძე ბოიაროვი ეკლესიაში მსახურობდა 30 წელზე მეტ ხანს. გარდაიცვალა 1830 წელს 75 წლის ასაკში, დაკრძალულია ეკლესიის ეზოში. ფიოდორ ემანუელის ძე ანასტასოვი მსახურობდა რვა წელი. გარდაიცვალა 53 წლის ასაკში. 25 წელი მსახურობდა ეკლესიაში მღვდელი გიორგი ნიკოლოზის ძე ლაფაკი, ამ პერიოდში იგი ასწავლიდა ვლადიმირის მესამე და მეოთხე სასწავლებელში, პეტროვის ქალთა სასწავლებელში და ასევე ბერძნული ეკლესიის საეკლესიო-სამრევლო სკოლაში[3]. მატვეი ივანეს ძე პაპანდოპულომ მოღვაწეობა დაიწყო 1893 წელს. შემდეგ გახდა წინამძღვარი. ბერძნულ სასწავლებელში ასწავლიდა საღვთო კანონს. დიაკვანი ანასტას ლასკარატოსი ეკლესიაში მსახურობდა 1899 წლიდან მის დახურვამდე[3].

1938 წელს ეკლესიის მთელი თემი დააპატიმრეს, მათ შორის დიაკვანი ანასტასიც[3].

დანგრევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ კონსტანტინესა და ელენეს ეკლესიიდან გაიტაცეს მრავალი ღირებული ნივთი: ვერცხლით მოჭედილი ხატები - 46 ცალი, ვერცხლის კანდელები - 18 ცალი, 17 ბრილიანტი, ექვსი ალმასი, ერთი ზურმუხტი და 37 ოქროს ნივთი.

1938 წლის 16 ივნისს ეკლესია საბოლოო დახურეს და 16 სექტემბერს, სამი თვის შემდეგ, დაიწყეს მისი დაშლა. 1956 წლამდე მოსახლეობა მის ნანგრევებს უყურებდა, საბოლოოდ მის ადგილზე ააშენეს მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლი[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Краснов И. Оборона Таганрога и берегов Азовского моря в 1855 году. — СПбː Типография штаба отдельного корпуса внутренней стражи, 1862.
  2. Миргородский А. В. Оборона Таганрога и Приазовья во время Крымской войны. — Таганрогː ИП Кравцов В. А., 2014. — С. 47. — ISBN 978-5-904585-42-6.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Гаврюшкин О. П. Отблески золотых куполов. — Таганрог: 1999. — С. 43-44. — ISBN 5-87612-016-2.
  4. Гаврюшкин О. П. Отблески золотых куполов. — Таганрог: 1999. — С. 41. — ISBN 5-87612-016-2.