შინაარსზე გადასვლა

ტაბულე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტაბულე
ტიპი სალათი
რიგითობა მეზე/აპეტაიზერი
წარმოშობის ადგილი ლევანტი და სირია
ტემპერატურა სერვირების დროს ცივი
ძირითადი
შემადგენლობა
ბოსტნეული და საწებელი

ტაბულე (არაბ. تبولة) ― ლევანტური სალათი, მზადდება წვრილად დაჭრილი ოხრახუშის, ბულგურის, პომიდვრის, პიტნისა და ხახვისგან. ბოსტნეულის ნაზავს ზეითუნის ზეთს, ლიმონის წვენს, მარილსა და ტკბილ წიწაკას ამატებენ. ზოგიერთ ვარიანტში ბულგურის ნაცვლად სალათის ფურცლებს ან სემოლინას იყენებენ[1][2] . ტაბულეს მიირთმევენ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებსა და არაბულ სამყაროში. ჰუმუსის, ბაბა ღანუშის, პიტას პურისა და არაბული სამზარეულოს სხვა ელემენტების მსგავსად, ტაბულე პოპულარული კერძი გახდა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც.

ლევანტური სიტყვა „ტაბულე“ მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „tābil“, რომელიც თავის მხრივ არამეული ძირიდან წარმოიშვა[3] და ნიშნავს სუნელს ან საწებელს. ინგლისურ ენაში ეს სიტყვა პირველად 1950-იან წლებში გამოიყენეს.

კერძი ლიბანისა და სირიის მთებში წარმოიშვა და ახლო აღმოსავლეთში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სალათად იქცა[4] . ლიბანში ყოველწლიური დღესასწაულიც კი არსებობს, რომელიც ტაბულეს ეძღვნება – 2001 წლიდან ის ივლისის თვის პირველ შაბათს აღინიშნება.[5]

რეგიონული ვარიაციები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ტაბულეს ინგრედიენტები

არაბულ სამყაროში, განსაკუთრებით სირიაში, ლიბანსა და პალესტინაში, ტაბულეს, როგორც წესი, მეზეს ნაწილად მიირთმევენ.[6] სირიელები და ლიბანელები ამ კერძში ბულგურზე ბევრად მეტ ოხრახუშს იყენებენ. არსებობს სალათის თურქული ვარიაციაც, რომელიც ცნობილია, როგორც კისირი. ტაბულეს ერთ-ერთ უძველეს ვარიანტს ტერჩოტს უწოდებენ,[7] ხოლო დომინიკის რესპუბლიკაში სირიელი და ლიბანელი ემიგრანტების მიერ შემოშავებულ ადგილობრივ ვერსიას ტიპილე ეწოდება.[8] სალათა ძალიან ცნობილია ისრაელშიც.[9][10][11]

  1. Davidson, Alan, ed. (August 2024). „tabbouleh“. Oxford Companion to Food.
  2. Madina, Maan Z. (1973). تبل. Arabic-English Dictionary of the Modern Literary Language.
  3. Löw, Immanuel (1881). Aramæische Pflanzennamen (de). Vienna: K. Akademie der Wissenschaften. 
  4. Nabhan 2008, pp. 77–78.
  5. Yazbeck 2008, pp. 266–267.
  6. Wright 2001, p. 250–251 "In the Arab world, tabbouleh (tabbūla) is a salad usually made as part of the mazza table (p xx) especially in Syria, Lebanon and Palestine."
  7. Parsley - Ajmooda (hindi) - Bagdunis (arabic).
  8. Brown, Isabel Zakrzewski (1999). Culture and Customs of the Dominican Republic. Greenwood Publishing Group, გვ. 56. ISBN 9780313303142. 
  9. Degutiene, Nida (2015-08-18). A Taste of Israel – From classic Litvak to modern Israeli (en). Penguin Random House South Africa. ISBN 978-1-4323-0654-0. 
  10. Hobby, Jeneen (2009). Worldmark Encyclopedia of Cultures and Daily Life. University of Pennsylvania Press, გვ. 60. ISBN 9781414448909. 
  11. Edelstein, Sari (2010). Food, Cuisine, and Cultural Competency for Culinary, Hospitality, and Nutrition Professionals. Jones & Bartlett Publishers, გვ. 585. ISBN 9781449618117.