ტაბეთა ბოიაჯიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტაბეტა ბოიაჯიანი)
ტაბეთა ბოიაჯიანი
დაბ. თარიღი 1980
მოქალაქეობა  აშშ
საქმიანობა ასტრონომი
მუშაობის ადგილი იელის უნივერსიტეტი[1] , ლუიზიანის შტატის უნივერსიტეტი და ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტი[1]
ალმა-მატერი ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტი[2] [1] , ჩარლსტონის კოლეჯი[2] [1] და ჯორჯიის შტატის უნივერსიტეტი[1]
ჯილდოები 40 under 40
საიტი ბმული

ტაბეთა სიუზენ ბოიაჯიანი (ინგლ. Tabetha Suzanne Boyajian; დ. 1980) — ამერიკელი ასტრონომი ლუიზიანის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.[3][4] დოქტორის ხარისხის მიღების შემდეგ, 2012–16 წლებში ასტრონომ დებრა ფიშერთან ერთად წყვილში მუშაობდა იელის უნივერსიტეტში.[4] ასტრონომიულ სარბიელზე ბოიაჯიანი აქტიურია ვარსკვლავური ინტერფერომეტრიის, ვარსკვლავური სპექტროგრაფიის, ეგზოპლანეტების კვლევებისა და მაღალი კუთხის რეზოლუციური ასტრონომიის მიმართულებით, განსაკუთრებით კი იმ სფეროებში, რომლებიც ოპტიკურ და ინფრაწითელ ტალღის სიგრძეებს ეხება. ავტორია 2015 წლის სექტემბერში გამოცემული სამეცნიერო დოკუმენტისა Where's the Flux? რომელიც ვარსკვლავ KIC 8462852-ის სინათლის ზედმეტად უცნაურ ცვალებადობას ეხება.[5] ყოველდღიურ გამოყენებაში, აღნიშნულ ვარსკვლავს ბოაიჯანის პატივსაცემად ტაბის ვარსკვლავი უწოდეს.[6]

წარსული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2009 წელს ბოიაჯიანმა დოქტორის ხარისხი მიიღო ჯორჯიის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სადოქტორო ნაშრომში მან შეისწავლა ახლომდებარე, მზის მსგავსი ვარსკვლავების ზომები, რისთვისაც იყენებდა უნივერსიტეტის ტელესკოპ CHARA array-ს, რომელიც მაუნტ-ვულსონის ობსერვატორიაში ფუნქციონირებს. ამის შემდეგ, მიიღეს NASA-ს ჰაბლის დასში.[7][8] ბოიაჯიანი ჯორჯიაში დარჩა და განაგრძო მზეზე უფრო პატარა ახლომდებარე ვარსკვლავებისა და პლანეტური სისტემების მქონე ვარსკვლავების კვლევა. მეწყვილე ასტრონომმა სარა ბალარდმა ბოიაჯიანის „ნამდვილად შესანიშნავი“[9] ნაშრომები გამოიყენა ახლომდებარე პატარა ვარსკვლავებზე მუშაობისას და შედარებით შორეული ეგზოპლანეტა Kepler-61b-ის შესასწავლად.[10]

2015 წლის მონაცემებით, ბოიაჯიანი არის საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის G ტიპის ვარსკვლავებისა და ვარსკვლავური ფიზიკის განყოფილების მდივანი და ხელმძღვანელი კომიტეტის წევრი.[11]

ამავე დროს, ბოიაჯიანი პროექტ Planet Hunters-ის წევრია, რომლის ფარგლებშიც მოყვარული ასტრონომები აანალიზებენ კეპლერის კოსმოსური ობსერვატორიიდან მიღებულ მონაცემებს.[12] }}

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 http://www.astro.yale.edu/tabetha/Site/CV.pdf
  2. 2.0 2.1 http://www.astro.yale.edu/tabetha/Site/About_Me.html
  3. Welcome. Yale University. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 23, 2016.
  4. 4.0 4.1 Exoplanets: Postdoctoral Associates & Fellows. Yale University. დაარქივებულია ორიგინალიდან — July 1, 2016.
  5. Boyajian, T. S.; LaCourse, D. M.; Rappaport, S. A.; Fabrycky, D.; Fischer, D. A.; Gandolfi, D.; Kennedy, G. M.; Liu, M. C. და სხვები. (September 15, 2015). "Planet Hunters X. KIC 8462852 - Where's the Flux?". arXiv:1509.03622 [astro-ph.SR]. Submitted to Monthly Notices of the Royal Astronomical Society.
  6. Newsome, John (16 October 2015). „Space anomaly gets extraterrestrial intelligence experts' attention“. CNN. ციტირების თარიღი: 16 October 2015.
  7. „NASA Announces 2009 Astronomy and Astrophysics Fellows“ (პრეს-რელიზი). Space Telescope Science Institute. February 25, 2009. ციტირების თარიღი: October 18, 2015.
  8. Lua-ს შეცდომა in მოდული:Citation/CS1 at line 4027: bad argument #1 to 'pairs' (table expected, got nil).
  9. Kelly, Peter. (April 25, 2013) Astronomer studies far-off worlds through 'characterization by proxy'. UW Today. University of Washington. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 29, 2013. Quoting Sarah Ballard.
  10. Ballard, Sarah; Charbonneau, David; Fressin, Francois; Torres, Guillermo; Irwin, Jonathan; Desert, Jean-Michel; Newton, Elisabeth; Mann, Andrew W.; Ciardi, David R.; Crepp, Justin R.; Henze, Christopher E.; Bryson, Stephen T.; Howell, Steven B.; Horch, Elliott P.; Everett, Mark E.; Shporer, Avi (April 2013). „Exoplanet Characterization by Proxy: a Transiting 2.15 R_Earth Planet Near the Habitable Zone of the Late K dwarf Kepler-61“. Astrophysical Journal. 773 (2). arXiv:1304.6726. Bibcode:2013ApJ...773...98B. doi:10.1088/0004-637X/773/2/98.
  11. Tabetha Suzanne Boyajian. International Astronomical Union (September 29, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — October 28, 2015.
  12. Hackett, Jennifer (October 25, 2015). „Computers Would Never Have Found 'Alien Superstructure' Star--It Required Citizen Science“. Scientific American. ციტირების თარიღი: 14 February 2016.