ტაბახმელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტაბახმელა (თბილისი))
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ტაბახმელა (მრავალმნიშვნელოვანი).
სოფელი
ტაბახმელა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მუნიციპალიტეტი თბილისი
კოორდინატები 41°39′11″ ჩ. გ. 44°45′29″ ა. გ. / 41.65306° ჩ. გ. 44.75806° ა. გ. / 41.65306; 44.75806
მოსახლეობა 2 073 კაცი (2014)
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ტაბახმელა — საქართველო
ტაბახმელა
ტაბახმელა — თბილისი
ტაბახმელა

ტაბახმელასოფელი თბილისში მთაწმინდის რაიონში. 2014 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 2 073 კაცი.

2007 წლამდე ექვემდებარებოდა გარდაბნის მუნიციპალიტეტს და იყო თემის ცენტრი (სოფლები: წავკისი, შინდისი), 2007 წლიდან დაექვემდებარა ქალაქ თბილისის დიდგორის რაიონს, 2013 წლის თბილისის ტერიტორიული რეფორმის შემდეგ გადავიდა მთაწმინდის რაიონის შემადგენლობაში.

სოფელი ისტორიულ წყაროებში პირველად თამარის ისტორიკოსთან მოიხსენიება, როგორც მისი ერთ-ერთი სააგარაკე ადგილი. აქ შეეძინა თამარ მეფეს ლაშა გიორგი, აქვე გარდაიცვალა თამარ მეფე.[საჭიროებს წყაროს მითითებას] ტაბახმელა თავად სოლოღაშვილების, XVIII საუკუნის II ნახევრიდან კი ორბელიანების სამფლობელო მამული იყო. ქართველებმა ტაბახმელასთან არაერთი მძიმე ბრძოლა გადაიტანეს. 1921 წლის თებერვალში რუსეთის XI არმიის შემოტევას ტაბახმელასთან და კოჯორთან გმირულად იგერიებდნენ ქართველები.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 2 036[1][2]
2014 2 073 Increase2.svg

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]