ტაბასკოს შტატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ტაბასკო (შტატი))
ტაბასკო
Estado Libre y Soberano
de Tabasco
დროშა
გერბი
ტაბასკო, რუკა
ქვეყანა მექსიკის დროშა მექსიკა
დედაქალაქი: ვილიაერმოსა
მუნიციპალიტეტი 17
შექმნის თარიღი 7 თებერვალი 1824
გუბერნატორი ანდრეს რაფაელ გრანიერ მელო
ფართობი 25 267 კმ²
მოსახლეობა (2005) 1 989 969
დროის სარტყელი CST (UTC-6)

ტაბასკო — შტატი მექსიკაში. მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ტეუანტეპეკის ყელზე. მოსაზღვრე შტატებია: დასავლეთით – ვერაკრუსი, სამხრეთით – ჩიაპასი, ჩრდილო-აღმოსავლეთით – კამპეჩე. ჩრდილოეთით გასასვლელი აქვს მექსიკის ყურეში. აღმოსავლეთით მას ასევე ესაზღვრება გვატემალა.

შტატის დედაქალაქია ვილიაერმოსა. სხვა მნიშვნელოვანი ქალაქებია: კარდენასი, კომალკალკო, ტენოსიკე.

ძვ. წ. 800 წელს, ტაბასკოს ტერიტორიაზე სახლობდნენ ოლმეკების ხალხი, რომელთა დაღმასვლის შემდეგაც, ახ. წ. IX საუკუნეში აქ გამოჩნდა მაიას ცივილიზაცია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]