სჯულდება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სჯულისდება)
Jump to navigation Jump to search

სჯულდება, სჯულისდება, შჯულისდება — კანონმდებლობა, სამართლის წიგნი ძველ საქართველოში. ტერმინი „სჯულდება“ ასახავს საკანონმდებლო პროცესს — გულისხმობს სჯულის „დადებას“ ანუ შედგენა-შემოღებას, მის „განწესებას“. სახელმწიფო სამართლის კანონმდებლობას (კერძოდ, ვახტანგ VI-ის დასტურლამალსს) „საჴელმწიფო სჯულდება“ ერქვა. სჯულდება ეწოდება იოანე ბატონიშვილის სახელმწიფოებრივი რეფორმების პროექტს, აგრეთვე ალექსი მიხეილის ძის 1649 კანონთა კრებულის ქართულ თარგმანს. „სჯულდება“ სამონასტრო წესდების მნიშვნელობითაც იხმარებოდა (ასე იხსენიება, სახელდობრ, პეტრიწონის მონასტრის 1063 ტიპიკონი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]