სჯული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სჯული, რჯული, შჯული (სამართლის ისტორია) — კანონი, წესი და ჩვეულება, სამართალი ძველ საქართველოში. ტერმინი „სჯული“ წარმოდგა „სჯა“ ზმნისაგან (სულხან-საბა ორბელიანის განმარტებით, „სჯა“ არის „სამართალი“) და თავდაპირველად ნაბჭობს, გადაწყვეტილს ნიშნავდა. განასხვავებდნენ „ბუნებით სჯულის“ (იგი ადამიანთა თანდაყოლილად და მცნებით შთაგონებულად მიიჩნეოდა), „საწერილ სჯულს“ ანუ კანონმდებლობას („სჯული წიგნისაჲ“), „უწერელ სჯულს“ (ჩვეულებითი სამართალი) და „სამოქალაქოთა სჯულს“. „სჯული“ უმეტესწილად საეკლესი კანონწესების მნიშვნელობით იხმარებოდა. ამ დარგის ნორმათა კრებულს სჯულისკანონი, სამართალმცოდნეს კი მერჩულე ეწოდებოდა.

იხილეთ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი იც., ქართული სამართლის ისტორია, წგნ., 1—2 (ნაკვ. 2), ტფ., 1928—1929;