ივანე სხირტლაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან სხირტლაძე, ივანე)
ივანე სხირტლაძე
დაბ. თარიღი 22 ივნისი, 1894(1894-06-22)
დაბ. ადგილი მრავალძალი (ონის მუნიციპალიტეტი), ონის მუნიციპალიტეტი
გარდ. თარიღი 11 მარტი, 1948(1948-03-11) (53 წლის)
გარდ. ადგილი ქუთაისი, საქართველო
საქმიანობა ფსიქიატრი
ალმა-მატერი სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტი

ივანე სხირტლაძე ხარებას ძე (დ. 22 ივნისი, 1894 — გ. 11 მარტი, 1948) — ქართველი ფსიქიატრი.

ივანე სხირტლაძემ 1923 წელს დაამთავრა როსტოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1923-1924 წლებში მუშაობდა ქალაქ როსტოვის ფსიქიატრიულ კლინიკაში ალექსანდრე იუშჩენკოსთან. ხელმძღვანელობდა ნოვოჩერკასკის (1924-1926), სურამისა (1927-1928) და ქუთაისის (1928 წლიდან) ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს. მისი თაოსნობით ქუთაისში დაარსდა ფსიქო-ნერვოლოგიური დისპანსერი (1933) და ფსიქიატრიული კოლონია ბავშვთა განყოფილებით (1935). დიდი ღვაწლი მიუძღვის აგრეთვე ქუთაისის სამეანო-საფერშლო სკოლისა და ფსიქიატრიული დისპანსერის დაარსებაში. ივანე სხირტლაძე დასავლეთ საქართველოს ფსიქიატრიული დახმარების ქსელის ერთ-ერთი ფუძებდებელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]