შინაარსზე გადასვლა

სხივების ტყორცნა (გრაფიკულად)

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფერადი სფეროების ამრეკლი ზედაპირი წარმოგვიდგენს ახლო ხედვის არეალის, ფართო არეალის სინათლის წყაროსა და გაბნეული ანარეკლის ეფექტებს.

სხივების ტყორცნა — უამრავ ციფრული გამოსახულების დამუშავების ალგორითმებსა, თუ სამ განზომილებიან კომპიუტერულ გრაფიკებში გამოყენებადი ტექნიკა, რომელიც რეალისტურად გადმოსცემს სინათლის გადაადგილებას.

სხივის აღქმის დამუშავების ტექნიკები: სხივის წარმოქმნა, მსუბუქი ჩრდილების ტექნიკა, ფოტონთა მდებარეობისა და მათი მიმართულების გამოთვლა, შედარებით ნელი და მეტად რეალისტურია ვიდრე ხაზობრივი დამუშავების მეთოდი.[1] ამიტომაც, ისინი თავდაპირველად უძრავი, ციფრულად დამუშავებული გამოსახულებისთვისა და ფილმის ვიზუალური ეფექტებისთვის უფრო გამოიყენებოდა, ვიდრე ვიდეოთამაშებსა თუ სხვა რეალურ დროში კადრობრივად დასამუშავებელ საკითხებში.[2]

2018 წლიდან, კომპიუტერული მოწყობილობების გაძლიერებასთან ერთად, რეალურ დროში სხივთა ტყორცნის დამუშავება ახალი ვიდეოდაფებისათვის ჩვეული გახდა. რამაც, თითოეული კადრის სწრაფი დამუშავების მიზეზით, დეველოპერებს შესაძლებლობა მისცა გამოეყენებინათ ჰიბრიდული სხივთა ტყორცნისა და ვექტორებზე დაფუძნებული დამუშავების ტექნიკები.[3][4]

სხივების ტყორცნის ტექნიკას შეუძლია სხვადასხვა ოპტიკური ეფექტების[5] მოდელირება, როგორიცაა: არეკვლა, გარდატეხა, მსუბუქი ჩრდილები, გაბნევა, მოძრაობით გამოწვეული დაბინდვა, სინათლის დისპერსია და სხვა. მის შესაძლებლობებში აგრეთვე ხმის ტალღების დამუშავებაც შედის, რაც ვიდეოთამაშების მწარმოებლებს უადვილებს ექოსა[6] და სხვა ხმოვანი ეფექტების რეალისტურად დამუშავებას. სინამდვილეში, ამ ტექნიკით შეგვიძლია განვასახიეროთ ნებისმიერი ფიზიკური ტალღა, ან ნაწილაკის მიახლოებით წრფივი მოძრაობა.


  1. Shirley, Peter (July 9, 2003). Realistic Ray Tracing. A K Peters/CRC Press; 2nd edition. ISBN 978-1568814612. 
  2. Sponsored Feature: Changing the Game - Experimental Cloud-Based Ray Tracing en. ციტირების თარიღი: 2021-03-18
  3. Hybrid rendering for real-time lighting: ray tracing vs rasterization - Imagination.
  4. Implementing hybrid ray tracing in a rasterized game engine - Imagination.
  5. Disney explains why its 3D animation looks so realistic en-US. ციტირების თარიღი: 2021-03-18
  6. The Next Big Steps In Game Sound Design en (January 28, 2010). ციტირების თარიღი: 2021-03-18