შინაარსზე გადასვლა

სხვილისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
სხვილისი

სოფელ სხვილისის ხედი
ჯაბა ლაბაძის სურათი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახალციხის მუნიციპალიტეტი
თემი სხვილისი
კოორდინატები 41°38′26″ ჩ. გ. 42°56′04″ ა. გ. / 41.64056° ჩ. გ. 42.93444° ა. გ. / 41.64056; 42.93444
დაარსდა 1829
ცენტრის სიმაღლე 1020
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა 1033[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა სომხები 96,4 %
ქართველები 3,0 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
სხვილისი — საქართველო
სხვილისი
სხვილისი — სამცხე-ჯავახეთის მხარე
სხვილისი
სხვილისი — ახალციხის მუნიციპალიტეტი
სხვილისი

სხვილისი (ყოფ. ქვემო სხვილისი) — სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), სხვილისის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი (სოფლები: ზემო სხვილისი, ივლიტა, სხვილისი).

მდებარეობს ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვისწყლის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1020 მ-ზე, ახალციხიდან 5 კმ-ში.

ქვემო სხვილისი დასახელებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (1595) ახალციხის ლივის ჩილდირის ნაჰიეს სოფლებს შორის. დოკუმენტში ქვემო სხვილისი ზემო სხვილისთან ერთადაა აღრიცხული და იქ მცხოვრები 30 კომლია ჩამოთვლილი (ანდრიასძე, გოგიჩასძე, ივანესძე, მაცაცასძე, წამალასძე და სხვ.). მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებას მისდევდა, ჰყავდათ საქონელი და ფუტკარი, ჰქონდათ წისქვილები. მინაწერში ნახსენებია ვენახი და ბაღი პაპუნა უზუნასძისა, „აწ ახალციხის ციხის მცველის იბრაჰიმის მფლობელობაში მყოფი“. აქვეა ნახსენები სამეფო კარის ჩავუშის ალის მფლობელობაში მყოფი ვენახი, საყანე მიწა და წისქვილი. ასევე ნათქვამია, რომ მდ. ბორბალადან მომდინარე წყლის მესამედი ძველთაგანვე სხვილისის საზღვარზე მდებარე მიწების, ვენახისა და ბაღის სარწყავი ყოფილა. სოფლის წლიური გამოსაღები 26200 ახჩას შეადგენდა. 1694–1732 „ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარში“ სხვილისი აღარ ჩანს.

XIX საუკუნეში გამოიყენებოდა სახელწოდება „სუფლისი“. 1830 წელს სოფელში ჩაასახლეს ერზურუმიდან ლტოლვილი კათოლიკური აღმსარებლობის სომხები. 1890-იან წლებში აქ აშენდა სომხურ-კათოლიკური ეკლესია, რომელიც განაგრძობდა ფუნქციონირებას საბჭოთა პერიოდშიც.

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1033 ადამიანი.

აღწერის წელიმოსახლეობაკაციქალი
2002[2]1614772842
2014[1] 1033500533
  1. 1 2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.