სხვენის მართლმადიდებელი ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სხვენის მართლმადიდებელი ეკლესიამართლმადიდებლური დაჯგუფება საქართველოში, რომელიც სქიზმაში იმყოფება საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. სახელწოდება პირობითია და გამოიყენება, რადგან ეკლესიის წინამძღვარი ქრისტეფორე (წამალაიძე) ღვთისმსახურებას საკუთარი სახლის სხვენზე ატარებს. ეკლესია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქადაგებას, წმინდა წერილი იკითხება თანამედროვე ქართულ ენაზე. მიმდევრების რიცხვი დაახლოებით ათას ადამიანს აღწევს. სამრევლოები თბილისის გარდა მოქმედებს მარნეულში, გორსა და თერჯოლაში. „სხვენის ეკლესია“ თავს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ნაწილად მიიჩნევს და ცალმხრივად ინარჩუნებს კავშირს მასთან, ლოცვებში იხსენიებს ილია II-ს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]