შინაარსზე გადასვლა

სხეულის ტემპერატურა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამედიცინო თერმომეტრი

სხეულის ტემპერატურის მომატება (ჩვეულებრივ მეტყველებაში „სიცხე“) — ადამიანისთვის (და სხვა თბილსისხლიანი ორგანიზმებისთვის) დამახასიათებელი მდგომარეობა, რომლის დროსაც სხეულის ტემპერატურა სხვადასხვა შესაძლო მიზეზის გამო ნორმაზე მაღლა იწევს.

მეორე მხრივ, ადამიანის სხეულის ნორმალური ტემპერატურა არ არის მკაფიოდ განსაზღვრული სიდიდე და ის შეიძლება მერყეობდეს როგორც ინდივიდუალურად, ასევე რასისა და ეთნიკური კუთვნილების მიხედვითაც. ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც)მიღებულია რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა ჯანმრთელ მდგომარეობაში (იღლიის ღრმულში) უნდა იყოს დაახლოებით 36,6 °C ფარგლებში, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ადამიანის სხეულის ტემპერატურა იცვლება დღე-ღამური და ასევე ფიზიოლოგიური პერიოდების მიხედვითაც (ეს უკანასკნელი ძირითადად ქალებში), ამიტომ ამა თუ იმ ინდივიდისათვის „ნორმალური“ ტემპერატურის დადგენა ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული.

ტემპერატურის მატება ბევრი მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. როგორც წესი, განსხვავებული მიზეზით გამოწვეულ სიცხეს ტემპერატურის განსხვავებული დღეღამური მაქსიმუმი და ტემპერატურათა დღეღამური სხვაობა (ამპლიტუდა) ახასიათებს.