სხალნარის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სხალნარის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ სინაგურში, სხალნარში. აგებულია VIII-IX საუკუნეებში.

სოფელ სინაგურში აგებულია დარბაზული ტიპის ეკლესია სამხრეთის და დასავლეთის მინაშენებით. ნაგებია შირიმით, ქვიშაქვითა და ფლეთილი ქვით. საკურთხეველი ბრტყელი აქვს. მის მომიჯნავე კედლებზე თაღებია. ქუსლებიდან იწყება ტრომპები, რომლებსაც ეყრდნობოდა კოლოფა აბსიდის კონქი. გრძივ კედლებზე შეწყვილებული თაღედია თითო პილასტრით შუაში. ეკლესიას აქვს ორი შესასვლელი — სამხრეთიდან და დასავლეთიდან. ნაგებობის კედლები ალაგ-ალაგ გარღვეულია, სახურავი ჩამოქცეულია. მინაშენების კვალი ფრაგმენტულად იკითხება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004