სწროფავის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სწროფავის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სწროფავის ჩრდილოეთით 1 კილომეტრზე მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა ნაპირზე. თარიღდება X საუკუნით.

ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით, წყობის რიგების ჰორიზონტალურობა მეტ-ნაკლებად დაცულია. კარ-სარკმლების ღიობები გამოყვანილია შირიმის თლილი ქვით. ძლიერ დაზიანებულია. შემორჩენილია შენობის მხოლოდ დასავლეთის ნახევარი კუთხე. აფსიდის შასაბამის გვერდთან ერთად. ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ ნაწილში გაჭრილია კარი, რომელიც გარედან გადახურულია არქიტრავით, ხოლო შიგნით - ნახევარწრიული თაღით. მეორე, სამხრეთ კედელში გაჭრილი კარის მხოლოდ დასავლეთის წირთხლია შემორცენილი. დასავლეთ კედელში ფართო, კვადრატული ფორმის სარკმელია, რომლის გარეთა ღიობი ვიწრო ტიხრით ორ თაღოვან ნაწილადაა გაყოფილი. ინტერიერში და ფასადებზე შელესილობის კვალი ჩანს. ნანგრევებში უხვად გამოვლინდა შირიმის თლილი კვადრატები და გვერდებაკეცილი ბრტყელი და ღარიანი კრამიტი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]