სწორფრობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სწორფრობახევსურეთში ქალ-ვაჟის ერთად დაწვენის ჩვეულება. სწორფრობა სხვადასხვანაირი იყო: სწორფრობას ნანდაური ერქვა, როდესაც ქალ-ვაჟის ერთად დაწვენისას ითვალისწინებდნენ ურთიერთმოწონებას, სიყვარულს (პირს, რომელიც მათ შორის შუამავლობდა და მათ ერთად აწვენდა, „ელჩი“ ეწოდებოდა). სწორფრობას წოლა-დგომა ერქვა, როდესაც მოწონების ფაქტორი არ მოქმედებდა და მას შემთხვევითი ხასიათი ჰქონდა. ერთად შეეძლოთ დაწოლილიყვნენ ნათესავი ახალგაზრდები, თუ მათ ერთმანეთის ნახვა უხაროდათ, ერთად ყოფნა და საუბარი ეხალისებოდათ (დეიდაშვილ-მამიდაშვილობა, დისწულ-დედიძმობა); ქალიშვილი საქმროს მოგვარე ვაჟთან; სასიძო კი სარძლოს რომელიმე მოგვარე ე.წ. ცოლისდასთან (ზალ-ქმრეულობა, სიძე-ცოლისდობა); მასპინძლის ახლობელი ქალიშვილი ან და-ბიძაშვილი საპატიო ახლობელ-სტუმართან (ძმობილი, მეგობარი და ა.შ.). სწორფერთა ურთიერთობა მტკიცედ დადგენილ ნორმებს ექვემდებარებოდა, რომელიც გამორიცხავდა სექსუალურ კავშირს. ამ წესის დამრღვევს სახელი უტყდებოდა. ნანდაურ სწორფერთა შორის ქორწინება აკრძალული იყო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]